Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კვაჭანტირაძე: ქართველი ხალხის ბედი მერაბიშვილსა და უგულავაზე არ იქნება დამოკიდებული

26 აპრილი, 2016 20:09

საპატლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე „ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ვიცე-პრეზიდენტ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის ბედი „მერაბიშვილსა და უგულავაზე არ იქნება დამოკიდებული".

„ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ბატონი ვოლსკის დღევანდელი საქციელი საერთოდ კრიტიკას ვერ უძლებს. ის რასაც სარიუშ-ვოლსკი ამბობს, არის აბსოლუტური სიცრუე. მისი პირადი განწყობა, პირადი პოზიცია და ჩვენმა მაყურებელმა ძალიან კარგად იცის, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის და ევროსტრუქტურების ოფიციალური პოზიცია და რაც უნდა მოინდომოს ბატონმა ვოლსკიმ და მისსავით ანგაჟირებულმა ჩვენმა ოპონენტებმა, ისინი თავიანთ საწადელს ვერ მიაღწევენ" - თქვა კვაჭანტირაძემ.

„ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ დღეს განაცხადა, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ საქართველო, როგორც სახელმწიფო ისევ განაგრძობს ევროპული სტანდარტების დარღვევას. ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, მაგალითად, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და თბილისის ყოფილი მერი. დევნიან დამოუკიდებელ კომპანია „რუსთავი 2-ს“. უვიზო რეჟიმის მიღებამდე უნდა გააუმჯობესონ სტანდარტები, უნდა გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები, ამას მოვითხოვდით უკრაინის შემთხვევაში - ტიმოშენკოს გათავისუფლებას. იგივეა ახლა მერაბიშვილზე, უგულავასა და ახალაიაზე. ტელეკომპანიის მიტაცების მცდელობა სასამართლოში უნდა შეწყდეს. საკონსტიტუციო სასამართლოზეც სხვადასხვა ფორმის ზეწოლა უნდა შეწყდეს, ეს არის EPP-ის პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია. არ გავა საკითხი ზაფხულამდე, ვინაიდან ვითარება ამისთვის მზად არ არის, მე გამიკვირდება, თუ  მიიღებს საქართველო უვიზო მიმოსვლას ოქტომბრის არჩევნებამდე, მით უმეტეს ზაფხულამდე”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აპრილი
19 აპრილი

კობახიძე: „რუსთავი 2-ის" საქმე ადასტურებ ...

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას ტრიბუნიდან გამოე ...
19 აპრილი
19 აპრილი

აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესი აძლ ...

არასამთავრობო ორგანიზაციები ნათია კაპანაძის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ეხმაურები ...
19 აპრილი
19 აპრილი

ხაბეიშვილი: დეპუტატ ოდიშარიასგან თაბორის ...

თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და თბილისის მერიას შორის თაბორის მთაზე ტერიტორიის ადგ ...
^