თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე „რუსთავი 2-ის" პროცესზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ დარბაზი დაატოვებინა. იგი პროცესზე შესვენების შემდეგ დაბრუნდება.
მოსამართლემ არაერთხელ მოუწოდა ნიკა გვარამას, შეენარჩუნებინა სიმშვიდე და ქიბარ ხალვაშის მხარის ადვოკატისთვის, პაატა სალიასთვის სიტყვის თქმის საშუალება მიეცა.