Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპი და კლინტონი დუელს უახლოვდებიან - „ჰილარი რომ კაცი იყოს, 5% თუ დაუჭერდა მხარს“

27 აპრილი, 2016 13:58

დონალდ ტრამპმა და ჰილარი კლინტონმა მორიგი გამარჯვებები ჩაიწერეს ანგარიშში სამშაბათის შიდაპარტიული არჩევნების შემდეგ, რამაც ისინი კიდევ უფრო დაახლოვა თეთრი სახლისთვის შემოდგომის საბოლოო დუელთან.

ტრამპის პოლიტიკური ძალა კიდევ ერთხელ წარმოჩინდა და 5-ვე შტატი - მერილენდი, დელავერი, პენსილვანია, კონექტიკუტი და როდ აილენდი პირწმინდად მოუგო დანარჩენ რესპუბლიკელ კანდიდატებს. რაც შეეხება ჰილარი კლინტონს, მან სერიოზული უპირატესობით გაიმარჯვა მერილენდსა და პენსილვანიაში, ასევე მოიგო დელავერი და კონექტიკუტი. ბერნი სანდერსმა მას მხოლოდ როდ აილენდში აჯობა.

ტრამპს ეს გამარჯვება ნიუ იორკში მოპოვებული ტრიუმფის შემდეგ მნიშვნელოვნად აახლოებს „რესპუბლიკური პარტიის“ არჩეულ კანდიდატობასთან და იმ საჭირო 1 237 დელეგატის ხმასთან, რომლის მიღების შემთხვევაში ტრამპი საბოლოო შიდაპარტიული შეჯიბრების გარეშე დამტკიცდება „რესპუბლიკელების" ნომინანტად.

კლინტონის გამარჯვებები ამასობაში ამტკიცებს მისი კამპანიის არგუმენტს, რომ სანდერსმა უნდა შეწყვიტოს მასზე პირადი და პოლიტიკური სახის შეტევები, რადგან თუ ჰილარი „დემოკრატების" კანდიდატი გახდება, ეს მას ტრამპთან დაპირისპირებისას დაასუსტებს.

ჰოლარი კლინტონის შესახებ ტრამპის მოსაზრებას, რომ კლინტონს მხოლოდ ქალები თუ დაუჭერენ მხარს, „დემოკრატების" კანდიდატი პასუხობს:

„ამას წინათ ბატონმა ტრამპმა ბრალი დამდო, თითქოს ვსარგებლობ იმით, რომ ქალი ვარ და ამაზე ვაწყობ საარჩევნო კამპანიას. თუ ქალების ჯანმრთელობისთვის ბრძოლა, მათთვის ალიმენტისა და თანაბარი ანაზღაურებისთვის ბრძოლა ამას ნიშნავს, დაე იყოს ასე“.

ტრამპი კი ამბობს, რომ ჰილარი კლინტონი კაცი რომ იყოს, ხმების 5%-საც ვერ მიიღებდა.

წყარო: CNN

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^