Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბელგიამ პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთს გადასცა

27 აპრილი, 2016 14:23

ადგილობრივი მედიის ცნობით, პარიზის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი საფრანგეთს გადაეცა. აბდესლამის ბელგიიდან ექსტრადირება წუხელ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების დაცვით მოხდა.

ბელგიელმა სამართალდამცველებმა სალაჰ აბდესლამი გასულ თვეს ბრიუსელში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

26 წლის სალაჰ აბდესლამი ეჭვმიტანილია შარშან 13 ნოემბერს მომხდარ ტერაქტებში, რომელსაც 130 ადამიანი ემსხვერპლა, 350-ზე მეტი კი დაშავდა.

აბდესლამი არ უარყოფს, რომ აფეთქების დროს პარიზში იმყოფებოდა. პოლიცია ეჭვობს, რომ მან ბოლო წუთებში გადაიფიქრა „შაჰიდის ქამრის" აფეთქება.

სალაჰ აბდესლამის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი კლიენტი თანამშრომლობდა ბელგიელ სამართალდამცავებთან და რომ აბდესლამის ჩვენებას გამოძიებისთვის ოქროზე მეტი ფასი აქვს.

აბდესლამი 2015 წლის 18 მარტს დააკავეს ბრიუსელის გარეუბანში. მის დაკავებას რამდენიმე დღეში ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში აფეთქების სერია მოჰყვა, რის შედეგადაც 35 ადამიანი დაიღუპა, 300-მა კი სხეულის დაზიანება მიიღო. სალაჰ აბდესლამის ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრიუსელში დაგეგმილი ტერაქტის შესახებ მისმა კლიენტმა არაფერი იცოდა.

აბდესლამთან ერთად დააკავეს ოთხი ეჭვმიტანილიც, რომელთაც პარიზის ტერაქტში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

სალაჰ აბდესლამი თავიდან უარზე იყო პარიზში ნებაყოფლობით ექსტრადიციაზე, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, სალაჰ აბდესლამს სურს განმარტებებით გამოვიდეს საფრანგეთის ხელისუფლების წინაშე.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^