Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჟურნალისტ სავიკ შუსტერს უკრაინაში მუშაობის უფლება ჩამოართვეს

27 აპრილი, 2016 15:27

კიევის დასაქმების ცენტრმა ტელეწამყვან სავიკ შუსტერს მუშაობის უფლება ჩამოართვა. ცენტრის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ უკრაინის სახელმწიფო ფისკალურმა სამსახურმა ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, სავიკ შუსტერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე გადასახადების გამიზნულად გადაუხდელობის ფაქტზე აღძრა. ამიტომ მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შეუჩერეს უფლება, ემუშავა უკრაინაში.

პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ინციდენტზე კომენტარისას იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი უახლოეს პერიოდში მოგვარდება  და პირობა დადო, რომ „დაიცავს სიტყვის თავისუფლებას“.

სავიკ შუსტერმა უკრაინაში მუშაობის უფლების დაბრუნების მოთხოვნით, შიმშილობის დაწყების შესახებ განაცხადა.

შეზღუდვა კომპანია „სავიკ შუსტერ სტუდიის“ თანამშრომლებსაც შეეხოთ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შუსტერი უკრაინის ტერიტორიაზე 2005 წლიდან მუდმივად ცხოვრობს, 2008 წელს მისმა კომპანიამ 1,34 მილიონი ევროს ოდენობით პროცენტიანი სესხი აიღო.

ტელეწამყვანმა კრედიტორს ვალი შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა. გარდა ამისა, უკრაინის სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ინფორმაციით, „შუსტერმა საგადასახადო ინსპექციას საცხოვრებელი მისამართით მიღებული შემოსავლის შესახებ დეკლარაცია არ წარუდგინა და ფიზიკური პირებისგან შემოსავლის 2,1 მილიონ გრივნაზე მეტ თანხაზე (80 000 დოლარი) გადასახადის გადახდას თავი აარიდა“.

ამ საქმის ფარგლებში ფისკალური სამსახური შუსტერის საგადასახადო შემოწმებას გეგმავს. რაც შეეხება „სავიკ შუსტერ სტუდიის“ თანამშრომლებს, დადგინდა, რომ 2012-2014 წლებში საერთო თანხაზე – 1,99 მილიონ გრივნაზე დღგ „შუსტერ Live-ის“ ტელეგადაცემების საფასურის შემცირების ხარჯზე იყო შემცირებული. საგადასახადო გადაწყვეტილებების ადმინისტრაციული გასაჩივრების პროცედურა საგადასახადო ორგანოების სასარგებლოდ დასრულდა. 26 აპრილს დასაქმების სამსახურმა შუსტერს უკრაინაში მუშაობის ნებართვა გაუუქმა. შუსტერმა კი, თავის მხრივ, შიმშილობა გამოაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^