Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენი პედაგოგი იღებს საბაზო ხელფასს საქართველოში

27 აპრილი, 2016 15:55

საქართველოში მასწავლებლის საშუალო/საბაზო ხელფასი ეტაპობრივად იზრდება. პირველ ეტაპზე, საბაზო ხელფასმა 2015 წლის სექტემბრიდან მოიმატა, მეორედ კი - 2016 წლის აპრილში, მესამე ეტაპი 2017 წლის იანვარში იგეგმება.

რა შემთხვევაში იღებენ პედაგოგები საბაზო/საშუალო ხელფასს და რამდენი ასეთი პედაგოგია დღეს საქართველოში?

მასწავლებელის ხელფასს, ძირითადად, საგაკვეთილო საათები და მასწავლებლის სტატუსი განსაზღვრავს. პედაგოგის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის  სქემის ფარგლებში მასწავლებლის ოთხი სტატუსი განისაზღვრება: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი.

სტატუსის მიხედვით საბაზო/საშუალო ხელფასიც და დანამატიც განსხვავებულია.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის თანახმად ქვეყანაში სულ 65 107 პედაგოგია, მათგან სრული დატვირთვით 26 671, არასრული დატვირთვით კი 38 436 პედაგოგი მუშაობს.

სრული დატვირთვა გულისხმობს 36-საათიან სამუშაო კვირას, რომლის შემადგენლობაშიც კვირაში 18 საგაკვეთილო საათია. სწორედ სრული დატვირთვით მომუშავე პედაგოგები იღებენ ე.წ. საბაზო ხელფასს.

დღეს ქვეყანაში ყველაზე მეტი პრაქტიკოსი პედაგოგია, სულ - 47 943. სრული დატვირთვით მომუშავე პრექტიკოსი პედაგოგი, განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, თვეში ხელფასის ოდენობით, ყოველგვარი დანამატის გარეშე, ხელზე, საშუალოდ, 439 ლარს იღებს. ასეთი სულ 15 300 პედაგოგია. პრაქტიკოსი პედაგოგი, სტატუსის მიხედვით, დანამატს არ იღებს.შესაბამისად, მასწავლებელთა დაახლოებით 23,5%-ისთვის მინიმალური ყოველთვიური ანაზღაურება, დანამატის გარეშე 439 ლარია.

ამჟამად სქემაში 16 274 უფროსი პედაგოგია. სრული დატვირთვით მომუშავე უფროსი პედაგოგი  ხელზე, ხელფასის სახით, დანამატის გარეშე 583 ლარს იღებს. ქვეყანაში ასეთი სულ 8 394 პედაგოგია, რაც მასწავლებელთა სრული რაოდენობის დაახლოებით 13%-ს შეადგენს. უფროსი მასწავლებლი, სტატუსის მიხედვით, 180 ლარის ოდენობით დანამატს იღებს.

ქვეყანაში ყველაზე ცოტა წამყვანი პედაგოგის სტატუსის მქონეა, სულ 199. სრული დატვირთვით მომუშავე წამყვანი მასწავლებელი თვეში ხელფასის სახით, ხელზე, დანამატის გარეშე 655 ლარს იღებს. ქვეყანაში სულ 72 ასეთი პადაგოგია, რაც მასწავლებელთა სრული ოდენობის დაახლოებით 0.1% შეადგენს. აღნიშნული სტატუსის შემთხვევაში, დანამატი 240 ლარია.

დღესდღეობით სისტემაში არ გვყავს მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგი.

მასწავლებლის სტატუსის მიხედვით დანამატის გარდა, სკოლაში არსებობს სხვადასხვა სახის დანამატები, მათ შორის ყველაზე მეტი კლასის დამრიგებლობის დანამატია - 101,25 ლარი.

ასევე, კლასკომპლექტით სწავლების დანამატი - 40,5 ლარი;

იმავე რაოდენობის დანამატია არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე  - ქართულის, როგორც მეორე ენის, საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიის, საგნის სწავლებისათვის.

გარდა ამისა, მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის დანამატი, რომელიც მოიცავს მოსწავლეებისათვის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის პროგრამის განხორციელების საბაზო დანამატს და საგაკვეთილო დანამატს ყოველ საგაკვეთილო საათზე - საბაზო 32,4, ხოლო ყოველ საგაკვეთილო საათზე 6.0 ლარის ოდენობით.

სრულ განაკვეთზე მეტი დატვირთვის დანამატი - სრულზე მეტი დატვირთვისათვის, კვირაში 19-დან 25 საგაკვეთილო საათის ჩათვლით, მასწავლებელს სრული განაკვეთის თანამდებობრივ სარგოზე ეძლევა დანამატი ყოველდამატებით საგაკვეთილო საათზე კვირაში 6 ლარის ოდენობით.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში პედაგოგთა დაახლოებით 59% არასრული დატვირთვით მუშაობს.

TALIS-ის  სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევის თანახმად, რომელიც საქართველოში 2014 წელს ჩატარდა, საქართველოში საბაზო საფეხურის მასწავლებლების 88% არასრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობის არარსებობის გამო მუშაობს. კვლევის მიხედვით,  ბრაზილიასთან, მექსიკასა და ჰოლანდიასთან ერთად საქართველო არასრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა. თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, ჰოლანდიაში არასრულ განაკვეთზე მუშაობა მასწავლებლის არჩევანია.

TALIS-ის  კვლევის მიხედვით, არასრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების მაღალ წილს საქართველოს სასკოლო სისტემაში პედაგოგების ჭარბი რაოდენობა განაპირობებს, მასწავლებელთა ჭარბ რაოდენობას კი სხვადასხვა ფაქტორები - ქვეყნის გეოგრაფიული მოწყობა და სოციალური გარემო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^