Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შავი ზღვის ჯაზფესტივალი „Check in GEORGIA-ს“ ფარგლებში გაიმართება

27 აპრილი, 2016 18:38

შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზფესტივალი ბათუმში, 15-24 ივლისს გაიმართება. წლევანდელი ღონისძიების  მხარდამჭერები არიან: „Check in GEORGIA-ს“ ფარგლებში კულტურის სამინისტრო და „თიბისი“ ბანკი; ორგანიზატორი  კომპანია „ისთერნ პრომოუშენია“. მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება:

15 ივლისი - QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO AL STARS          feat. Richard Bona, Alfredo Rodriguez, Jacob Collier /  ქუინსი ჯონსი და „გლობალ გამბო ოლ სტარსი“;

16 ივლისი - MILES ELECTRIC BAND/ მაილს ელექტრიკ ბენდი  ;

17 ივლისი - Ms. Lauryn Hill / მის ლორენ ჰილი;

21 ივლისი - THE PRODIGY / პროდიჯი;

22 ივლისი - JAMIE CULLUM / ჯეიმი კალუმი;

23 ივლისი - Chris Brown / ქრის  ბრაუნი;

24 ივლისი - MACY GRAY/ მეისი გრეი.

მსმენელს ფასიანი კონცერტების გარდა შესაძლებლობა ექნება, ბათუმის ბულვარში უფასო კონცერტებსაც დაესწროს.

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა წლევანდელი მონაწილეების სიას გენიალური უწოდა და  აღნიშნა, რომ ფესტივალს საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს, „ეს მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ასევე ტურიზმის პოპულარიზაციის თვალსაზრისითაც, რადგან მთელი რეგიონიდან დიდი ინტერესია“, - ამბობს ნიკა ქურდიანი ჟურნალისტებთან საუბარში.

„წლევანდელი შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. მონაწილეთა სია ძალიან გრძელია, რადგან 200-ზე მეტი უცხოელი შემსრულებელი ჩამოდის საქართველოში და დაახლოებით 100 ქართველი შემსრულებელი წარდგება მაყურებლის წინაშე“ - განაცხადა „ისთერნ პრომოუშენის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ. მისივე ინფორმაციით, ფესტივალზე ბევრი ტურისტს ელოდებიან, რადგან სასტუმროები ამ პერიოდისთვის უკვე დაჯავშნულია და შემსრულებლების დაბინავებაც კი გაუჭირდათ. 

 რაც შეეხება ფესტივალისთვის გამოყოფილ თანხას, მან 2 მილიონ ლარს გადააჭარბა.

ბილეთების მაქსიმალური ფასი 50 ლარი იქნება; გაყიდვა დაიწყება 11 მაისიდან ონლაინ ვებგვერდზე  tkt.ge.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^