Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორია სასტუმროს კომპლექსის მშენებლობისთვის იყიდება

27 აპრილი, 2016 18:57

ელექტრონული აუქციონის ვებგვერდის მიხედვით, თბილისის მერიას აუქციონზე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, ოქროყანის დასახლებაში 297 576 კვ.მ ფართობის მიწა აქვს გატანილი. მიწის ფართობს სარეკრეაციო ზონის სტატუსი აქვს. ლოტის საწყისი ფასი 623 3000 ლარია, ხოლო განცხადებების მიღების ბოლო ვადა 3 მაისს იწურება.

აუქციონის პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

1) სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 (ორმოცდა რვა) თვის ვადაში განახორციელოს არანაკლებ 80 (ოთხმოცი) ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი, გარდა ტექნიკური/დამხმარე ფართისა, უნდა იყოს არაუმეტეს 20000 (ოცი ათასი) კვ.მ.

 2) სასტუმრო კომპლექსისთვის უზრუნველყოს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა.

3) ხელშეკრულების გაფორმებიდან სააუქციონო პირობების (ვალდებულებების) შესრულებამდე პერიოდის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება (ახალი ხე-ნარგავების შერგვა), ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^