Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დადებითად და უარყოფითად შეფასებული მედია საქართველოში - IREX-ის კვლევა

27 აპრილი, 2016 18:47

„სიძულვილის ენა, პლაგიატი, ანტიდასავლური რიტორიკა ქართულ მეინსტრიმ მედიაში ხშირად გვხვდება“, - ამ მხრივ მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) კვლევა მედიის განვითარების ფონდის მონაცემებს ეყრდნობა და ასეთი დარღვევების მხრივ გამოყოფს ტელეკომპანია „ობიექტივს“, გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“, „ალიას“ და „ასავალ-დასავალს“.

„საქართველოში არსებული მედიასექტორი მინიმალურად აკმაყოფილებს სტანდარტებს და მისი დიდი ნაწილი დავალებული ან ანგარიშვალდებულია პოლიტიკური, ან სხვა რაიმე ძალისგან“, - IREX-ის საერთაშორისო მედიაგანვითარების მიმართულების დირექტორის მოადგილემ და მედიის მდგრადობის ინდექსის მთავარმა რედაქტორმა, ლეონ მორსემ გუშინ საქართველოში მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) 2016 წლის ანგარიში წარადგინა.

მეორე მხრივ, MSI კვლევა ქართულ ბეჭდურ და ონლაინგამოცემებს ასახელებს, რომლებიც სიღრმისეული და მაღალი პროფესიონალიზმის რეპორტინგით ხასიათდება. მათი თქმით, ესენია: „ლიბერალი“, „ნეტგაზეთი“, გაზეთი „ბათუმელები“ და 24saati.ge. ასევე ხარისხიან ახალი ამბების სააგენტოდ მიჩნეულია civil.ge მისივე ანალიტიკური პორტალით The Clarion და „რადიო თავისუფლების“ ქართული ოფისი.

კვლევაში ასევე საუბარია მედიაპროფესიონალების ანაზღაურებაზე და ნათქვამია, რომ საქართველოში ჟურნალისტების ანაზღაურება მკვეთრად განსხვავებულია დედაქალაქსა და რეგიონებში და დედაქალაქშიც „ზოგის ხელვასი ათობით ათას ლარს შეადგენს, ზოგის კი - ათასსაც კი არა“. კვლევის მიხედვით, სტაჟიორების საკითხიც არ არის ქართულ მედიაგარემოში მოგვარებული. მათი უმეტესობა ანაზღაურების გარეშეა და მათი უფლებები ნაკლებად არის დაცული.

კვლევა ეხება კორუფციულ გარიგებებს მედიასაშუალებებსა და რეკლამის დამკვეთებს შორის, იმისათვის რომ თავიანთ ჟურნალისტებს მაღალი ხელფასი დაუნიშნონ. ხოლო მედიასაშუალებების ფინანსური მოგება ძირითადად არ განაპირობებს ხოლმე ჟურნალისტების მაღალ ხელფასს. ამის მაგალითად მოყვანილია „პალიტრა ჰოლდინგი“, კომპანია დიდი ბიუჯეტითა და საშუალო ხელფასის მქონე თანამშრომლებით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^