Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა

27 აპრილი, 2016 18:57

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ ინიციატივით, საქართველოში ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა დაფუძნდა.

ორგანიზატორების განმარტებით, პლატფორმა საქართველოში არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად და ნარკოტიკების მომხმარებლებზე ორიენტირებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად ჩამოყალიბდა.

მათი თქმით, ამჟამად საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულ პლატფორმაში 33 არასამთავრობო ორგანიზაცია და მოძრაობაა გაწევრიანებული. პლატფორმა ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების, სათემო ჯგუფებისა და ექსპერტების ჩართულობას ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის ფორმირებაში და ადვოკატირებას გაუწევს ეფექტიანი და ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას.

„საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობის რეფორმა, ნარკოტიკების მომხმარებლებისათვის ხარისხიან სამკურნალო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარკოტიკების მოხმარების საკითხებზე ნარკოტიკების მომხმარებლების მიმართ სტიგმა/დისკრიმინაციის შესამცირებლად",  - აცხადებენ ორგანიზატორები.

დღევანდელ პრეზენტაციაზე პლატფორმის წევრებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მოუწოდეს საზოგადოებას, აიღონ სოციალური პასუხისმგებლობა ნარკოტიკების მომხარებლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომ ერთიანი ძალით მოხდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილება და ადამიანის უფლებებზე დამყარებული ნარკოპოლიტიკის ფორმირება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^