Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ადვოკატი: სავჩენკოს ექსტრადაციის პროცედურა დაწყებულია

28 აპრილი, 2016 10:51

ნადეჟდა სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადაციის პროცედურის დაწყებაზე მისი ადვოკატი მარკ ფეიგინი საუბრობს. უკრაინელი მფრინავის დამ ასევე თქვა, რომ სავჩენკომ დოკუმენტების გაფორმება დაიწყო.

 „სავჩენკოს განცხადება მისი თანხმობის შესახებ, მოიხადოს მსჯავრი უკრაინაში, 7 აპრილს მივიღე და მაშინვე გადავეცი უკრაინის იუსტიციის მინისტრს, რომელმაც, თავის მხრივ, მოთხოვნა გაუგზავნა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს 1983 წლის მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ კონვენციის შესაბამისად“, - ამბობს ფეიგინი

ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ გადაწყვეტილება სავჩენკოს უკრაინაში ექსტრადაციის შესახებ სასამართლომ უნდა მიიღოს, თუმცა პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ასევე შესაძლოა საჭირო გახდეს გარკვეული პროცედურული განხილვები იმისთვის, რომ განისაზღვროს, რომელმა სასამართლომ უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.

ნადეჟდა სავჩენკოს და ვერა კი ამბობს, რომ მსჯავრდებულმა უკვე მიიღო ნოვოჩერკასკის ციხის უფროსისგან ექსტრადაციის გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტები. „ის ახლა დოკუმენტებს ავსებს: განცხადება, ბიოგრაფიული მონაცემები და ა.შ. როგორც ციხის უფროსმა კალგანოვა თქვა, ეს დოკუმენტები აუცილებელია ექსტრადაციის პროცედურისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ასეა“, - ამბობს ვერა სავჩენკო.

25 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების ალგორითმი შეიმუშავეს, - „პუტინთან რაღაც შეთანხმებამდე მივედით“.

უკრაინის პრეზიდენტი ყვებოდა იმ მიღწევებზე, რომლამდეც რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებით ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით მივიდნენ. როგორც პოროშენკომ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 24 აპრილს განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით „გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა“.

მანამდე რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ სავჩენკოსთან უკრაინის კონსულს შეუშვებენ.

სატელეფონო საუბარი ვლადიმერ პუტინსა და პეტრო პოროშენკოს შორის 18 აპრილს შედგა. როგორც პოროშენკოს ოფიციალურ გვერდზე წერდნენ, უკრაინამ მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ სავჩენკო: „ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების გამო, მოვითხოვთ, სავჩენკოსთან შეუშვათ ექიმები ან უკრაინიდან, ან რუსეთის ფედერაციიდან“. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სავჩენკოსთან შეუშვებდნენ როსტოვში უკრაინის გენერალურ კონსულს.

იმავე დღეს ნადეჟდა სავჩენკოსთან კონსული შეუშვეს და პატიმარმა 13-დღიანი შიმშილობა შეწყვიტა. 

22 მარტს როსტოვის ოლქის სასამართლომ უკრაინელ სამხედრო მფრინავსა და დეპუტატს ნადეჟდა სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალად ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა. იმავე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ იგი მზად იყო, რუსი სამხედროები ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროფეევი სავჩენკოში გაეცვალა. უკრაინის პრეზიდენტმა მკაცრად გამორიცხა თანამემამულის მიმართ გამოტანილი განაჩენის აღიარება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^