Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღწერის დაზუსტებული შედეგები: საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს

28 აპრილი, 2016 13:57

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა პრეზენტაციაზე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული შედეგები წარმოადგინა. აღწერის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 52,3 %-ს ქალები არიან, 47,7%-ს მამაკაცები. მოსახლეობის 57% (2 122 623) ქალაქებში ცხოვრობს, 42.8% (1 591 181) სოფლებში. 

2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით ქვეყნის მოსახლეობა 15%-ით (657 731) ნაკლებია. 2002 წელს საქართველოს მოსახლეობა 4 371 535 ადამიანი იყო. საქსტატის ცნობით, ძირითადად სოფლის მოსახლეობა შემცირდა (23.7%-ით). ამავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა 7.1%-ით არის შემცირებული. როგორც საქსტატში განმარტავენ, შემცირების მთავარი მიზეზები სოფლიდან ქალაქში, ასევე რეგიონებიდან უცხოეთში მიგრაციაა.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^