Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი: GDS–ის სიუჟეტი ჰომოფობიური განწყობების გაღვივების წახალისებისკენაა მიმართული

28 აპრილი, 2016 14:24

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ტელეკომპანია GDS-ის ეთერში გასულ სიუჟეტს ჰომოფობიურად აფასებს. 

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სტერეოტიპების დაძლევაში მედიასაშუალებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დაცმველის შეშფოთებას იწვევს ტელეკომპანია GDS–ის მიერ მომზადებულ გადაცემაში „ბინა 18“, 23 აპრილს გასული სიუჟეტი, რომელიც „ჰომოფობიური განწყობების გაღვივებასა და დისკრიმინაციული ქმედებების წახალისებისკენაა მიმართული".

„საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, ჰომოფობიური გამონათქვამებითა და შეხედულებებით გაჯერებული სიუჟეტი შემოგვთავაზა ავტორმა, რომელიც თავადაც არ ერიდება სიძულვილის ენის ტირაჟირებას. სიუჟეტის შინაარსობრივი მხარის შეფასებისას ნათლად გამოჩნდა საკითხის გაშუქებისადმი არაობიექტური მიდგომა. მაშინ როდესაც მედიასაშუალებებს შეუძლიათ დადებითი წვლილი შეიტანონ ისეთი ფასეულობების დამკვიდრებაში, რომლებიც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემას განაპირობებს.

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ პირთა მიმართ არსებული დისკრიმინაციული განწყობების გათვალისწინებით, აღნიშნული საკითხების გაშუქება განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რათა არ მოხდეს სტერეოტიპების გამყარება და ძალადობის წახალისება.

ჟურნალისტური ქარტიის მე–7 მუხლის თანახმად – „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. ასევე, მე–10 მუხლის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას 

და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.“

სიუჟეტის ავტორი ღიად გამოხატავს სიძულვილს ლგბტ ადამიანების მიმართ, რესპოდენტებს შეახსენებს მის მიერ გაკეთებულ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებას და მათ ანალოგიური აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს. ამასთან, სიუჟეტის განმავლობაში, ავტორი ლგბტ ადამიანებს მოიხსენიებს მცდარი ტერმინით -„ერთსქესიანები“.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ტელევიზიით გასული მსგავსი სიუჟეტი აშკარად უწყობს ხელს უარყოფითი სტერეოტიპული შეხედულებების გაძლიერებას ლგბტ ადამიანების მიმართ და ახალისებს სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციული მოტივით მათი უფლებების შეზღუდვას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ტელეკომპანია „GDS-მა“ სიუჟეტის ავტორი სამუშაოდ მის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური გამონათქვამების შემდეგ მიიწვია", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^