Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Heritage Foundation: ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო 23-ე ადგილზეა

28 აპრილი, 2016 16:39

Heritage Foundation-ის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ქვეყნებს შორის საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი 72,6-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 0,6 ქულით შემცირდა. 

გლობალური მასშტაბით, საქართველო სიაში 23-ე ადგილს იკავებს, ევროპის მასშტაბით კი - 12-ს და ეკონომიკური თავისუფლების თვალსაზრისით მეტწილად თავისუფალის სტატუსი აქვს.

„მიუხედავად გლობალური და რეგიონული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა. კორუფციის აღმოფხვრის, ფისკალური სტაბილურობის აღდგენის მცდელობამ შედეგი გამოიღო. ფისკალური კონსოლიდაციის ორმა წელმა სამთავრობო ხარჯები გააკონტროლა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყო. უფრო თავისუფალი ეკონომიკის ძიებამ რასაც პოლიტიკურმა სტაბილურობამაც შეუწყო ხელი, მისი სამეწარმეო გარემო რეგიონში ერთ-ერთ საკეთესოდ აქცია. გაიზარდა ფართო მასშტაბის პრივატიზაცია და ანტიკორუფციულმა ზომებმა შესაბამისი შედეგი გამოიღო. კრიტიკულად მნიშვნელოვანი რჩება უფრო ღრმა ინსტიტუციური რეფორმების საჭიროება სამართლებრივი დამოუკიდებლობისა და ეფექიანობის უზრუნველსაყოფად" - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^