Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

WSJ: საფრანგეთ-გერმანიის ინიციატივით უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი უნდა შეიქმნას

28 აპრილი, 2016 19:15

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საფრანგეთი და გერმანია ინიციატივით გამოდიან, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, საქართველოს, უკრაინასა და თურქეთს ვიზალიბერალიზაცია საჭიროების შემთხვევაში შეუჩეროს.

Politico-ს ინფორმაციით, მექანიზმი ამოქმედებას იმ შემთხვევაში ექვემდებარება, თუკი უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებით „ზედმეტად ბევრი მოქალაქე ისარგებლებს".

დოკუმენტის თანახმად, „მიგრაციისა და ლტოლვილთა მოძრაობის ტენდენციები ქმნის საჭიროებას, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი არსებობდეს".

ერთი კვირის წინ ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია გერმანულმა გამოცემა Die Welt-მა გაავრცელა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. 

„საქართველოსთან მიმართებაში უვიზო მიმოსვლის საკითხს შესაძლოა, რაღაც პიროებები დაემატოს, თუმცა გერმანულ გამოცემაში ნახსენები ინფორმაცია უფრო თურქეთს ეხება" - ამბობდა კვაჭნტირაძე.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა 25 აპრილის სხდომაზე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი განიხილა. საკომიტეტო მოსმენა თავდაპირველად 21 აპრილს იყო ჩანიშნული, თუმცა დღეისთვის გადაიდო. 

საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროკავშირის საბჭომაც უნდა დაუჭიროს.

პროცედურის თანახმად, იმისათვის, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა მიიღოს, ევროპარლამენტმა გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით უნდა დაუჭიროს მხარი და მინისტრთა საბჭოს გაუგზავნოს კენჭისყრისთვის. 

გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ინიციატივა ევროკავშირის ჟურნალში დაიბეჭდება და წესის თანახმად, ძალაში 20 დღეში შევა.

ამოქმედების შემდეგ ვიზალიბერალიზაცია ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში, ოთხ კანდიდატ ქვეყანასა (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში) და ოთხ არაწევრ ქვეყანაში (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია) 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^