Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება

28 აპრილი, 2016 22:12

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მედიის თავისუფლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "რუსთავი 2-ის" შესახებ საუბრისას განაცხადა. 
პრემიერის თქმით, ეს არის საკუთრების და სიტყვის თავისუფლების, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის განზომილება. 

"მე რა თქმა უნდა არ მაქვს უფლება და ვერც ჩავერევი სასამართლო განხილვაში, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა - მიუხედავად იმისა, როგორი მწვავეც არის ხშირად, თუნდაც არაობიექტური და ა.შ. არანაირად არ ვისურვებდი, რომ ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც დღეს ”რუსთავი 2”-ს გააჩნია, რამენაირად შეიცვალოს, განსაკუთრებით არჩევნებამდე, რომ ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციის საშუალება. 

ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ეს. ჩვენ გვჭირდება, რომ დამოუკიდებელმა მედია კომპანიამ აწარმოოს ის სარედაქციო პოლიტიკა, რომელიც მას მიაჩნია, რომ უნდა აწარმოოს. ჩვენ შეგვიძლია სიმართლე გავაგებინოთ ხალხს და არ უნდა მივცეთ საშუალება არავის, ხელზე დაიხვიოს ეს საკითხი და რამენაირად გამოიყენოს პოლიტიკურად. როგორიც არ უნდა იყოს შედეგი ამ სასამართლო პროცესის, ვისურვებდი, რომ არავის მიეცეს საშუალება ამ საკითხით სპეკულირების”, - აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^