Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები ბოტანიკური ბაღისა და „პანორამას" საკითხზე აქციას GDS-სთან შაბათს გამართავენ

03 მაისი, 2016 17:13

„ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმებზე", - ამის შესახებ დღეს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე „ტფილისის ჰამქარის“ წარმომადგენელმა ცირა ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 25 არასამთავრობო ორგანიზაცია შაბათს, 7 მაისს საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც „პანორამა თბილისის", ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და აუქციონზე გატანილი 29 ჰექტრის შესახებ განვითარებულ მოვლენებს გააპროტესტებენ.

„პანორამა თბილისის", 4  და 29 ჰექტის აუქციონის საკითხს ერთიან კონტექსტში ვგულისხმობთ, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერიტორია უკავშირდება ერთი ადამიანის სახელს და გვარს. რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს დღეს აუქციონზე, იყიდის ამას ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა მაინც, ეს არის ერთიანი კონტექსტი. ამასთან დაკავშირებით, შაბათს 1 საათზე GDS-თან ვგეგმავთ საპროტესტო აქციას. მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ოგრანიზაციებს და მედიას, დაინტერესდნენ ამ საკითხით. ვინდაიდან ჩვენ გადავდივართ რადიკალურ ფორმობზე და გვჭირდება, როგორც მედიის მხარდაჭერა, ასევე საკითხის გადატანა პოლიტიკურ კონტექსტში“, - ამბობს ელისაშვილი.

მისივე თქმით, დღეს ისინი კანცელარიაში, პარლამენტსა და საკრებულოში 25 ორგანიზაციის მიმართვა შევა, რითიც მოითხოვენ, რომ ეს საკითხები განხილული იყოს პარლამენტისა და საკრებულოს დონეზე საზოგადოებრივი ჩართულეობის ფონზე.

„ვითხოვთ, რომ ჩვენ წარმოდგენილნი ვიყოთ, როგორც მხარე, რათა დავასაბუთოთ ჩვენი მოსაზრებები თუ რა კონტექსტში დაირღვა კანონი, როგორც კულტურილი მემკვირდრების შესახებ ასევე სხვა მიმართულებით. ჩვენი იურისტები მუშაობენ ამ თემებზე და არის რამდენიმე ასპექტი, რომელიც შესაძლოა, გადავიტანოთ სასამართლო რეჟიმში“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მან პრესკონფერენციაზე სკრებულოსა და პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო სექტორის მიერ წამოწეული თემების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^