Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

#გზასხვისიცაა - კამპანია საგზაო უსაფრთხოების საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად

12 მაისი, 2016 13:45

Jumpstart Georgia-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, საგზაო უსაფრთხოების საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად კამპანია #გზასხვისიცაა დაიწყო.

კამპანია Facebook-სა და Twitter-ზე საგზაო უსაფრთხოების სფეროში საინფორმაციო ვიზუალური მასალის გავრცელებასა და ჰეშთეგის - #გზასხვისიცაა - გამოყენებით, საზოგადოების ჩართულობის გაზრდას ითვალისწინებს.

Jumpstart Georgia-ს წარმომადგენელი ნინო მაჭარაშვილი ამბობს, რომ კამპანიის მიზანია, საზოგადოება განხილვაში ჩაერთოს.

„მათ შეუძლიათ, ჰეშთეგის გამოყენებით გაგვიზიარონ საკუთარი მოსაზრებები“ - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი განმარტებით, კამპანიის ფარგლებში რამდენიმე ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი, მაგალითად, მომზადდა სპეციალური ბარათები მძღოლებისთვის, რომლებიც წესების დარღვევით, ტროტუარებზე, ან ისეთ ადგილებში აპარკინგებენ, სადაც ფეხით მოსიარულეებს გადაადგილება უჭირთ.  

„მათთვის დავამზადეთ მეგობრული ბარათები, რომლებსაც კამპანიის ბოლო დღეებში გამოვაქვყნებთ. ყველას შეუძლია ამობეჭდოს ეს ბარათები და როცა ნახავენ მსგავსად დაპარკინგებულ მანქანებს, შეუძლიათ, დაუტოვონ მძღოლებს“ - ამბობს მაჭარაშვილი.

მისი თქმით, მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ საგზაო სიკვდილიანობის თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა. კერძოდ, მისი თქმით, ყოველწლიურად დაახლოებით 400-ზე მეტი ადამიანი იღუპება, რომელთაგან 1/3 ქვეითად მოსიარულეა, ამასთან 4000-5000 ავარია ხდება, რაც რეგიონში ძალიან ცუდი მაჩვენებელია.

„კამპანიის მიზანია, ცნობიერება გაიზარდოს. ფეხით მოსიარულემაც და მძღოლმაც ყოველთვის უნდა იფიქროს, რომ სხვა ადამიანიც საგზაო მოძრაობის ნაწილია და გაითვალისწინოს სხვების არსებობაც. სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი არ არის მხოლოდ ის, რომ მძღოლები არღვევენ წესებს, ან ქვეითად მოსიარულეები იქცევიან ცუდად. ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა თანაბარია.  კვლევები აჩვენებს, რომ ქვეითები არ იყენებენ ზებრა გადასასვლელებს, ეზარებათ მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენება და ა.შ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მოუწესრიგებელია ეს ყველაფერი“ - ამბობს მაჭარაშვილი.

კამპანიაში ჩართულია რამდენიმე არასმთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის  „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „პარტნიორობა უსაფრთხო გზებისთვის“, „იარე ფეხით“, „თბილისის ველომოყვარულთა კლუბი“ და ა.შ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^