Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა

14 მაისი, 2016 1:34

11 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჰომოსექსუალი მამაკაცი პატიმრის მიმართ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე დისკრიმინაცია დაადგინა და ქუთაისის სასჯელაღსრულების N2 დაწესებულებას დაავალა, რომ პატიმარი სამეურნეო ნაწილში აღადგინონ.

2014 წლის გაზაფხულზე გიორგი (სახელი პირობითია) ციხის ადმინისტრაციამ სამეურნეო ნაწილიდან ამორიცხა. როგორც იურისტი ნინო ბოლქვაძე “ლიბერალთან” საუბარში ამბობს, ეს გადაწყვეტილება პატიმართა ჰომოფობიური წერილების გათვალისწინებით მიიღეს.

“პატიმრებმა ორი წერილი მისწერეს ადმინისტრაციას - გარყვნილია, მამაკაცებთან აქვს სექსი და მოგვაშორეთ, თმას იღებავს, კაბისმაგავარი რაღაც აცვიაო, ანუ პრეტენზიები იყო სექსუალური ორიენტაციის გამო. ხოლო მეორე წერილში შეფარული მუქარებიც იკვეთებოდა: "იმედია, გაგვიგებთ, როგორც ქრისტიანი ადამიანი და როგორც მამაკაცი და არ გვაიძულებთ, რომ სხვანაირად მოვაგვაროთ," -  ჩანს, რომ ფიზიკური გასწორებით ემუქრებოდნენ პატიმარს. ამორიცხვის ბრძანებაში პირდაპირ ეწერა, რომ გადაწყვეტილება ეფუძნებოდა პატიმრების ჰომოფობიურ წერილს. სხვა განმარტება, არც სამართლებრივი, არც ფაქტობრივი არ იყო. დარღვეული იყო ადმინისტრაციული წარმოების ყველა წესი”, - ამბობს ნინო ბოლქვაძე.

“ლიბერალთან” საუბარში ნინო ბოლქვაძე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების მნიშვნელობას აფასებს და ამბობს, რომ ასეთი პრაქტიკა სისტემას შიგნიდან  შეცვლის.

“როგორც მინიმუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თანამშრომლები მიხვდებიან, რომ ასე არ შეიძლება. მაინც რატომღაც მეგონა, რომ სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე არ იქნებოდა, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ეს შემეშალა. მადლიერი ვარ მოსამართლის, რომელმაც ამ საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვფიქრობ, რომ ასეთი პრაქტიკა შეცვლის სისტემას შიგნიდან რადგან სხვაგვარად შეუძლებელია. მოსამართლე, არ შეუშინდა არაპოპულარული გადაწყვეტილების მიიღებას,  ეს გაბედული ადამიანი, მოსამართლე ქალი, ციცინო კიკვაძე. როდესაც საარჩევნო წელს პოლიტიკოსები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებენ, ოღონდაც ელექტორატისგან ილუზორული სიკეთეები მიიღონ”, - ამბობს ნინო ბოლქვაძე

პენიტენციურ დაწესებულებებში სამეურნეო ნაწილიში ჩარიცხულ პატიმრებს შრომა 200 ლარით უნაზღაურდებათ, ისინი საკვების დარიგებასა და დაწესებულების მაღაზიიდან პატიმრების პროდუქტებით მომარაგებაზე არიან პასუხისმგებელი, ასევე ალაგებენ დაწესებულების ეზოებს, დერეფნებს და საშხაპეებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^