Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დაკავებული აქტივისტი: გამომძიებელმა განყოფილებაში სანთლები დაანთო და ლოცულობდა

17 მაისი, 2016 15:32

„ოთხის ნახევარზე ვიყავით რუსთაველის პირველ ნომერთან. საღებავები გვეწყო იქვე. დროშა უკვე დახატული გვქონდა. მანქანა გაჩერდა. გადმოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული რამდენიმე ადამიანი. მერე მეორე მანქანა მოვიდა. რამდენიმე წუთი სიჩუმეში ვიდექით. დიდი ხნის განმავლობაში ვეკითხებოდით, ვიყავით თუ არა დაკავებულები. შემდეგ მოვიდა პატრული, გადაგვიყვანეს განყოფილებაში. არც დაკავების მომენტში და არც შემდეგ ჩვენი უფლებები არ გაგვაცნეს.

გადაგვიყვანეს განყოფილებაში. ოქმის შედგენისას გამომძიებელი დისკრიმინაციულად მომმართავდა. მე ვუთხარი, რომ ადვოკატის მისვლამდე ხმას არ გავცემდი.  ადვოკატის მოსვლამდე, არ იცოდა, რა ეკეთებინა და ამბობდა - „პიდარასტები დაგვასხდნენ თავზე“ და მსგავს განცხადებებს აკეთებდა. მის უფროსს ვუთხარი ამის შესახებ. უფროსმა ცალკე გაიყვანა და  შენიშვნა მისცა, შემდეგ გამომძიებელი ისევ გამოვიდა ოთახში აანთო სანთელი, ხატს აკოცა და ამბობდა - „ღმერთო, დაიფარე საქართველო ასეთი რაღაცეებისგან. პუტინი როგორ არ გვინდა, ასეთ დღეში რო ჩაგვაგდეს და ა.შ.” - იხსენებს პოლიციის განაყოფილებაში გატარებულ წუთებს ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტი სურმავა ანო „ლიბერალთან”

გუშინ 10 ლგბტ აქტივისტი სტენსილების გაკვირისთვის გამთენიისას პოლიციამ დააკავა. ამ წუთებში მათი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის საქაალაქო სასამართლოში. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაჭერელი აქტივისტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

დაკავებულ 7 აქტივისტს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი,) და 173-ე მუხლებით (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) წაუყენეს. ხოლო სამი მხოლოდ 150-ე პირველი მუხლით დააკავეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^