Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გოგი თოფაძე: თამაზ მეჭიაური შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტია

20 მაისი, 2016 12:47

„თუ თამაზ მეჭიაური გამოთქვამს სურვილს, რომ ჩვენგან იყაროს კენჭი, სიამოვნებით მივიღებთ მის თხოვნას“ - თქვა ფრაქცია „მრეწველების" თავმჯდომარემ, გოგი თოფაძემ პრესკონფერენციაზე. 

თოფაძე მეჭიაურს დადებითად ახასიათებს.

„ბოლო ერთი კვირაა, ყველა თამაზ მეჭიაურს აკრიტიკებს. ის არის შესანიშნავი სპეციალისტი, საქართველოს პატრიოტი და არასოდეს, საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ყოველთვის თავისი ქვეყნის სასიკეთო აზრებს გამოთქვამდა. არის პრინციპული ადამიანი”, - განაცხადა გოგი თოფაძემ. 

როგორც თოფაძე ამბობს, „მრეწველების" სახელით კენჭისყრის შესახებ თამაზ მეჭიაურთან კონსულტაციები ჯერ არ გამართულა.

„შევხვდი და მადლობა ვუთხარი, რომ კარგი, ქართველი პატრიოტის პოზიცია უჭირავს. მიმაჩნია, რომ ასეთი ხალხი უნდა იყოს პარლამენტში”, - აცხადებს თოფაძე. 

შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა „ქართველი პატრიოტის პოზიციაში”, NATO-ს შესახებ თამაზ მეჭიაურის ბოლოდროინდელ განცხადებებს, თოფაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია ამ საკითხში თამაზ მეჭიაურის თანამოაზრეა. 

„ჩვენ თანამოაზრეები ვართ ამ საკითხში, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ თამაზი იყოს ჩვენს გვერდში. ასეთი ქართველი პატრიოტები უნდა იყვნენ პარლამენტში და არა ისინი, ვისაც ჩვენ კოსმოპოლიტებს ვეძახით და უცხოელების გრანტებით გაზულუქებულები აწვებიან თავისას”, - განაცხადა გოგი თოფაძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^