Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„თემიდას“ დირექტორი: მე და ჩემს მეგობრებს ჰომოფობიურ ნიადაგზე შეურაცხყოფა მოგვაყენეს

21 მაისი, 2016 3:07

ლგბტ ორგანიზაცია "თემიდას" აღმასრულებელი დირექტორი კობა ბიწაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას ჰომოფობიურ ნიადაგზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც ბიწაზე "ლიბერალთან" საუბარში ამბობს, რუსთაველის გამზირზე ორ მეგობართან ერთად სეირნობდა, როდესაც უცხო პირმა გააჩერა და გინება დაუწყო.   


"რუსთაველის გამზირზე ვსეირნობდით მე და ჩემი ორი მეგობარი, უცხო პირმა გაგვაჩერა და გინება დაგვიწყო. მიზეზი ის იყო, რომ ჩემი ერთი მეგობარი ის ჟურნალისტი ეგონა, რომელსაც 17 მაისს თამაზ მეჭიაურმა შეურაცხყოფა მიაყენა. აშკარა იყო ჰომოფობიური მოტივი, რადგან "პიდარასტებს" გვეძახდა და გვაგინებდა, არ გვაძლევდა გზის გაგრძელების საშუალებას, "ელგებეტეებს" არ გაგახარებთო. ერთ-ერთ მეგობარს შეაფურთხა კიდეც. მას შემდეგ, რაც პატრული გამოვიძახეთ, გაჩერდა და უარყოფდა ჩვენს ბრალდებებს", - ამბობს კობა ბიწაძე  


როგორც "თემიდას" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, ადგლზე პატრულის თანამშრომლები ამ წუთებშიც მობილიზებული არიან.

ფოტო: კობა ბიწაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^