20 მაისს სოფელ ჭუბერში ნენსკრა ჰესის საწინააღმდეგო აქციაზე რვა პირი დააკავეს და ზუგდიდში გადაიყვანეს. სოფელ ხაიშის მცხოვრებ ზურა ნიჟარაძის ინფორმაციით, დაკავებულთაგან ოთხი ჭუბერელი, ოთხი კი ხაიშელია.
როგორც "ლიბერალს" შსს-ს წარმომადგენელმა, ნატო ბერძენიშვილმა განუცხადა, რვავე დაკავებულის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოებაა დაწყებული. მათ ბრალად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ. აღნიშნულები მუხლები წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
შსს-ში არ აკონკრეტებენ, სად იმყოფებიან ამ დროისათვის დაკავებულები.
ჭუბერის მცხოვრები: "ჩვენი უსაფრთხოება არაა მათთვის მნიშვნელოვანი საკითხი"
ფოტო: დავით ჭიპაშვილის Faceebok გვერდიდან