Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აუდიტორია 115": ვწყვეტთ მოლაპარაკებებს თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით

24 მაისი, 2016 21:04

„აუდიტორია 115" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სტუდენტები თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს წყვეტენ და ულტიმატუმს აყენებენ, რომ„ხვალ 18:00 საათამდე ქვეყნის მმართველმა პირებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ დააფიქსირონ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს მომავალში გაუქმდება.

„აუდიტორია 115-ის" განცხადებას „ლიბერალი" უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც მოგეხესენებათ, დღეს, დაახლოებით 4 საათზე, თვითმმართველობის 20-მდე წევრმა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აუდიტორია 115-ის ერთ-ერთ წევრს, რისი კადრებიც უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს აქვს. ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია უნივერსიტეტში ისეთი სტრუქტურის არსებობა, რომლის წევრებიც განსხვავებულ აზრს ამ ფორმით ახშობენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აუდიტორია 115-სა და სახელმწიფოს შორის, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვწყვეტთ ამ თემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს და სახელმწიფოს ვუყენებთ ულტიმატუმად ერთადერთ პირობას! ხვალ 18:00 საათამდე ქვეყნის მმართველმა პირებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ დააფიქსირონ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს მომავალში გაუქმდება! და არ იარსებებს უნივერსიტეტში არანაირი ერთიანი და ცენტრალიზებული, სტუდენტური ორგანიზაცია! წინააღმდეგ შემთხვევაში, აუდიტორია 115 გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას და უნივერსიტეტიდან ჩვენ, სტუდენტები, ჩვენი ხელით გავყრით მოძალადეებს. იმაზე, რაც უნივერსიტეტში მოხდა და რაც შეიძლება მოხდეს, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ვინაიდან, სწორედ მათი დროის გაწელვისა და უუნარობის პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს უნივერსიტეტში სტუდენტებს ფიზიკურად უსწორდებიან.

ასევე, მივმართავთ უნივერსიტეტის დაცვის სამსახურს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაასაჯაროვოს მომხდარი ინციდენტის კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან აუდიტორია 115-ის წევრს თვითმმართველობის წევრები. ასევე, მივმართავთ, რომ არ გამოიყენონ მათთვის ცნობილი პრაქტიკა და არ გაანადგურონ ძალადობის ამსახველი მტკიცებულება".

სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115"-ის წევრის გიორგი არობელიძის თქმით, მოძრაობის ერთ-ერთ წევრს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^