Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვალთვაძე: შესაძლოა, თსუ-ს ეთიკის კომისიამ სტუდენტის სტატუსის შეჩერებაზეც იმსჯელოს

24 მაისი, 2016 21:39

თსუ-ს რექტორის მოვლეობის შემსრულებლის, დარეჯან თვალთვაძის თქმით, „აუდიტორია 115-ის“ სტუდენტის სავარაუდო ცემის ფაქტს უნივერსიტეტის ეთიკის კომისია შეისწავლის, მისი თქმით, კომისიამ, იმისდამიხედვით, თუ რა გაირკვევა კამერით გადაღებული მასალებიდან, შეიძლება როგორც დამნაშავეთა სიტყვიერი გაფრთხილების, ასევე, უარეს შემთხვევაში, დისციპლინური დევნის სახით სტუდენტის სტატუსის შეჩერების საკითხი დასვას.

„დღეს უნივერსიტეტში მოხდა ფრიად უსიამოვნო ფაქტი. მოხდა რეალურად ის, რასაც ქვია სტუდენტებს შორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა და როგორც ჩანს, თვითონ ფიზიკური შეურაცხყოფაც. ყველა მხრივ მიუღებელი საქციელი იყო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ გამოვლენას ძალადობისა, განსკუთრებით, როცა საქმე ეხება სტუდენტებს. განაგებია, რომ შესაძლოა ამ სტუდენტებს საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი ჰქონდათ, სანამ მივიდოდნენ ამ ფაქტამდე, მაგრამ არ უნდა დავუშვთ იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული პრვოკაციების თუ გამოწვევების საფუძველზე კიდევ უფრო მეტად დავძაბოთ სიტუაცია. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, ყველა სტუდენტს, უნივერსიტეტის ყველა თანამშრომელს, ძალიან ფხიზლად ვიყოთ, რომ მსგავსი ფატები არ მოხდეს ჩვენს უნივერსიტეტში. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მათ საქმეს შესასასწავლად უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის კომისიას, რომელსაც შეუძლია გარკვეული დასკვნები გააკეთოს იმ მასალების მიხედვით, რომლებიც ჩვენმა ვიდეოკამერებმა ჩაიწერეს. დღეს ძალიან ძნელი იქნება წინასწარ იმის თქმა, თუ რა მოხდა რეალურად, მაგრამ არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, რომ აქ დიდი მასშტაბური დაპირისპირება იყო, მაგრამ ერთი ადამიანი მეორეზე ხელს რომ აწევს, ეს უკვე საკმარისი საგანგაშო ფაქტია და ძალიან გვინდა, რომ ეს არ განმეორდეს, დაიგმოს ყველას მხრიდან“ - თქვა თვალთვაძემ.

სტუდენტი ცოტნე ცხვედიანი ყვება, რომ თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.

„მოვდიოდი ლექციიდან, შემხვდა თვითმმართველობის 2 წარმომადგენელი. ჯერ აგრესიულად მომმართეს. როცა ვცადე გამერკვია, რა უნდოდათ ჩემგან, აგრესიაზე გადმოვიდნენ. ხელი დამარტყეს და შემდეგ უკვე მოვიდა 20-მდე ადამიანი. უკვე როცა მორჩა ჩხუბი, ზოგიერთი მას მერეც მოდიოდა და ცდილობდა, ჩემთვის ფიზიკური შეურახყოფა მოეენებინა. სამწუხაროდ არ ვიცი მათი სახელები და სახელებს ვერ დავასახელებ. კადრებზე ყველაფერი ჩანს“ - ამბობს ცხვედიანი.

„აუდიტორია 115-ის“ სხვა სტუდენტები ამბობენ, რომ უნივერსიტეტის კამერით გადაღებულ კადრებში თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და ვიცეპრეზიდენტი ამოიცნეს.

„აუდიტორია 115-ის“ სტუდენტის, ცოტნე ცხვედიანი სავარაუდო ცემის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, უნივერსიტეტში თავდაპირველად საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა მოგვიანებით, კრიმინალური პოლიცია მივიდა.

„აუდიტორია 115-მა“ ცოტა ხნის წინ განცხდება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სტუდენტები თვითმმართველობის რეფორმირებასთან დაკავშირებით სახელმწიფოსთან მოლაპარაკებებს წყვეტენ და ულტიმატუმს აყენებენ, რომ„ხვალ 18:00 საათამდე ქვეყნის მმართველმა პირებმა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება და საჯაროდ დააფიქსირონ, რომ სტუდენტური თვითმმართველობა უახლოეს მომავალში გაუქმდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^