Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დეპორტაციის მოლოდინში გარდაცვლილი ქართველის ოჯახს რუსეთი 70 000 ევროს გადაუხდის

27 მაისი, 2016 13:35

დეპორტაციის მოლოდინში გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ოჯახს რუსეთი 70 000 ევროს გადაუხდის. საქმე 2006 წლის მასობრივი დეპორტაციის მოვლენებს ეხება, როცა 51 წლის მანანა ჯაბელია მოქალაქეობის არმქონე პირთა წინასწარი დაკავების იზოლატორში გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მხარეთა შეთანხმებით, რუსეთის სახელმწიფომ, გარდაცვლილის ოჯახს მატერიალური და არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 70 000 ევროს გადახდა, ასევე გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად 3 500 ევროს გადახდა შესთავაზა, რაზეც ჯაბელიას შვილი და მეუღლე - შახი და შახი კვარაცხელიები დასთანხმდნენ. 

სასამართლოს საქმეთა მასალებში ნათქვამია, რომ იზოლატორში მიყვანისას ჯაბელიას სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ჩაითვალა, თუმცა 5 დღის შემდეგ თავის ტკივილები დაეწყო და მაღალი წნევა დაუდგინდა. 

რუსეთის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჯაბელიას ბინადრობის ვადები არ დაურღვევია, მიუხედავად ამისა, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში დატოვეს. 2006 წლის 2 დეკემბერს ჯაბელიას გულის შეტევა დაემართა. იზოლატორის ექიმი ადგილზე არ იმყოფებოდა, რადგან მისი სამუშაო დრო 6 საათზე მთავრდებოდა. იზოლატორის თანამშრომლებმა სასწრაფო გამოიძახეს, თუმცა ჯაბელია უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^