Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვეგან-კაფე კივი: ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული და „ბერგმანის“ დაჯგუფებიდან იყვნენ

30 მაისი, 2016 12:00

„ბავშვები იყვნენ დაკითხვაზე და პოლიცია იყო დამცინავი“, - როგორც „ლიბერალს“ ვეგან-კაფე „კივის“ ადმინისტრაციაში უთხრეს, გუშინ საღამოს მათ „ქართული ძალა“  ე.წ. ბერგმანის დაჯგუფება დაესხათ თავს. 

„დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, ისინი რომ იყვნენ, რადგან მათი ერთ-ერთი ლოდერი „ბერგმანა“ მათთან ერთად იყო“, - უთხრეს „ლიბერალს“.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ გამოძახებულმა პატრულმა დაზარალებულებად თავდამსხმელები აღიქვა და კაფის თანამშრომლები წაიყვანა დაკითხვაზე.

„29 მაისს საღამოს 08:30 საათზე,ვეგან-კაფე „კივის“ ჰქონდა ივენთი (ანიმაციური ფილმის ჩვენება), რა დროსაც, შემოიჭრნენ „ქართული ძალა („ბერგმანის") დაჯგუფება", დაახლოებით 15-20 ადამიანი პროვოკაციისა და დარბევის მიზნით. ხელში ეჭირათ მწვადები შამფურზე ასხმული და კისერზე ჰქონდათ შემოხვეული სოსისების ასხმები. იყიდეს ლუდი და მომხმარებლებს, ვინც მიირთმევდა საჭმელს ჩაუყარეს მწვადები და სოსისები თეფშეფში. ისროდნენ მწვადებს და ამ ყველაფერს იღებდნენ. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები და დაიწყეს თავდასხმა „კივის“ მომუშავე პერსონალზე და სტუმრებზე. ერთ-ერთი მეზობელი გამოვარდა დანით და ემუქრებოდათ სიკვდილით. პოლიცია გამოიძახეს და რადგან საქმეში გარკვეულები არ იყვნენ უწოდეს ინიციატორები დაზარალებულებს“, - აცხადებენ ვეგან-კაფეს ადმინისტრაციაში.

„ლიბერალი“ მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა.

„გამოკითხულია ბარის თანამშრომლები, პოლიცია გამოკითხავს მეორე მხარესაც. მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები და პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - ვეგან-კაფე „კივიში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

EMC „ბერგმანის“ საქმეზე: პოლიციის თანამშრომელმა შავკანიან პირს შეურაცხყოფა მიაყენა

შსს: დაჯგუფება „ბერგმანის“ ვიდეოზე ასახული უცხოელის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

დროა მხარეებმა ერთმანეთთან საუბარი დაიწყ ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონ ...
29 ნოემბერი
29 ნოემბერი

გრიგორი კარასინი თბილისში რუსული ცენტრის ...

თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრი დეკემბერის შუა რიცხვებში გაიხსნება, რაც რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების გ ...
^