Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გვარამიამ იმ მღვდლის ვინაობა დაასახელა, ვისგანაც მოსამართლის შესახებ ინფორმაცია მიიღო

30 მაისი, 2016 13:47

„რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ის სასულიერო პირი დაასახელა, რომლისგანაც მან ინფორმაცია მიიღო იმის შესახებ რომ რუსთავი 2-ზე გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში დაიწერა. მისი თქმით ეს მღვდელი გიორგი ჩაჩავა იყო.

„სასულიერო პირმა შემომითვალა, რომ პირველი კოლეგიის დროს, „რუსთავი 2-ის“ საქმეზე გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროში დაიწერა და პირველი კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართლეს მისი განხორციელება დაევალა. ზეწოლა იყო დიდი. მან თავის მიძღვარს რჩევა ჰკითხა, როგორ მოქცეულიყო. პასუხი, რა თქმა უნდა, იყო, რომ მას უკანონო გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო“, - გვარამია იმ 3 ადამიანის ვინაობასაც ამხელს, ვისი საშუალებითაც ის ჩაჩავას დაუკავშირდა. მისი თქმით ესენი არიან ელენე ხოშტარია, დავით ბაქრაძე და ნიკა რურუა. გვარამია მათი მოწმეებად დაკითხვა მოითხოვა.

მოსამართლემ არ დააკამყოფილა მოწმეების დაკითხვის შესახებ გვარამიას შუამდგომლობა.
მისი თქმით, შუამდგომლობის მოთხოვნა სცილდება სააპელაციო სარჩელის ფარგლებს. ამ ადამიანების ჩვენებებით კი გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^