Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ვეგან-კაფეში მომხდარი ინციდენტის შესახებ: მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები

30 მაისი, 2016 14:25

„გამოკითხულია ბარის თანამშრომლები, პოლიცია გამოკითხავს მეორე მხარესაც. მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები და პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - ვეგან-კაფე „კივიში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-ში „ლიბერალს“ უთხრეს, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მუხლით დაიწყება გამოძიება.

როგორც „კივის“ ადმინისტრაციაში „ლიბერალს“ უთხრეს, გუშინ საღამოს ვეგან-კაფეში „ქართული ძალა“ იგივე „ბერგმანის დაჯგუფება“ შეიჭრა და მათი ერთ-ერთი ლიდერი „ბერგმანა“ მათთან ერთად იყო.

„29 მაისს საღამოს 08:30 საათზე,ვეგან-კაფე „კივის“ ჰქონდა ივენთი (ანიმაციური ფილმის ჩვენება), რა დროსაც, შემოიჭრნენ ქართული ძალა (ბერგმანის) დაჯგუფება, დაახლოებით 15-20 ადამიანი პროვოკაციისა და დარბევის მიზნით. ხელში ეჭირათ მწვადები შამფურზე ასხმული და კისერზე ჰქონდათ შემოხვეული სოსისების ასხმები. იყიდეს ლუდი და მომხმარებლებს, ვინც მიირთმევდა საჭმელს ჩაუყარეს მწვადები და სოსისები თეფშეფში. ისროდნენ მწვადებს და ამ ყველაფერს იღებდნენ. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები და დაიწყეს თავდასხმა „კივის“ მომუშავე პერსონალზე და სტუმრებზე. ერთ-ერთი მეზობელი გამოვარდა დანით და ემუქრებოდათ სიკვდილით. პოლიცია გამოიძახეს და რადგან საქმეში გარკვეულები არ იყვნენ უწოდეს ინიციატორები დაზარალებულებს“, - აცხადებენ ვეგან-კაფეს ადმინისტრაციაში.

ვეგან-კაფე კივი: ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული და „ბერგმანის“ დაჯგუფებიდან იყვნენ

EMC „ბერგმანის“ საქმეზე: პოლიციის თანამშრომელმა შავკანიან პირს შეურაცხყოფა მიაყენა

შსს: დაჯგუფება „ბერგმანის“ ვიდეოზე ასახული უცხოელის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^