Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ივანიშვილი სააკაშვილის გუნდზე: გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დრო ვერ შემოაბრუნონ

30 მაისი, 2016 14:50

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც“ შეეხო და აღნიშნა, რომ „აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“.

მისივე განმარტებით, სიცრუის მანქანა ქყვეყანაში ცილისწამებას ავრცელებს როგორ მასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერმინისტრი საკუთარ ბიზნესინტერესებსაც შეეხო.

„არასდროს მიტრაბახია საქველმოქმედო პროექტებით თუ წამოწყებებით, მაგრამ, ვინაიდან, ამდენი ცილისწამება მოედინება, იმისათვის, რომ ჩემს თანამოქალაქეებს ზუსტი ინფორმაცია და შესაბამისად მართებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალება ჰქონდეთ, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ არანაირი ბიზნესინტერესი საქართველოში არ მაქვს. ყველა ის პროექტი, რომელსაც ვახორციელებ, მხოლოდ იმას ემსახურება, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო სანდო და საინტერესო გახდეს ინვესტორებისთვის, უფრო მიმზიდველი - ტურისტებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ადვილად შესამოწმებელია. ყველა ბიზნესში ჩახედულმა იცის, რომ უცხოელი ინვესტორი გაცილებით სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და უფრო გაბედულად იწყებს საქმიანობას, როდესაც მას ადგილობრივი პარტნიორი ხვდება და ფინანსურ თანამონაწილეობას სთავაზობს“, - ვკითხულობთ წერილში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^