Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოძრაობა „2 ივნისი“ საპროტესტო აქციებს რამდენიმე ქალაქში აანონსებს

30 მაისი, 2016 15:59

დღეს, მოძრაობა „2 ივნისის“ წამომადგენლებმა და მხარდამჭერებმა არსებული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დააანონსეს.

„არ დაიჭირო!“ - ამ სლოგანით გაიმართება აქციები 2 ივნისს საქართველოს რამდენიმე ქალაქში - 18:00 საათზე თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი ამბობს, წინა წლებისგან განსხვავებით, არა მხოლოდ მარიხუანის, არამედ ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მოითხოვენ

„წინა წლებში ჩვენი მოძრაობა მხოლოდ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე იყო ფოკუსირებული, თუმცა ვითარება იმდენად შეიცვალა უკვე ქვეყანაში, რომ გადავწყვიტეთ, გაგვეზიარებინა „ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის“ მოთხოვნები და წლევანდელ აქციაზე ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას მოვითხოვთ“, - ამბობს ლექსო მაჭავარიანი

მოთხოვნათა ჩამონათვალში  შედის ყველა სახის ნარკოტიკის მოხმარებისა და პირადი მოხმარებისთვის მცირე ოდენობით შეძენა/შენახვისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება, ასევე მცირე ოდენობით შეძენა-შენახვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გაუქმება. ქუჩის იძულებითი ნარკოტესტირებების შეწყვეტა, სამედიცინო და სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის კანაფისა და კანაფისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენების დაშვება.

უკვე მეოთხე წელია, მოქალაქეთა ნაწილი ყოველ 2 ივნისს არსებულ ნარკოპოლიტიკას აპროტესტებს და მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^