Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხოშტარია ივანიშვილის წერილზე: გამოჩნდა, რომ მისი მთავარი მიზანი ენმ-სთან ბრძოლაა

30 მაისი, 2016 16:01

„ესაა ერთგვარი დამოძღვრა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ“ - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ახალი სახე ელენე ხოშტარია.

„ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია; გამოჩნდა, რომ მისი მთავარი მიზანი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება; გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს - ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ.

რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი საუბრობს NATO-ს სიცუდეზე“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს გამოქვეყნებულ ღია წერილში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეეხო და აღნიშნა, რომ „აუცილებლად გამოვიყენებ მთელ ჩემს რესურსს, რათა დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლონ და ქვეყანა ისევ საკუთარი სადისტური ექსპერიმენტების ლაბორატორიად არ გადააქციონ“.

მისივე განმარტებით, სიცრუის მანქანა ქყვეყანაში ცილისწამებას ავრცელებს როგორ მასთან, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

„ამის მიზეზი, მხოლოდ ის კი არ არის, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიმიძღვის მათ დამარცხებაში, სააკაშვილის გუნდის გაღიზიანებას კიდევ უფრო მეტად იმიტომ ვიწვევ, რომ ძალაუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლაში მათთვის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოვადგენ, რაშიც ნამდვილად არ ცდებიან“, - წერს ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^