Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-მ ვეგან-კაფე „კივიში“ მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო

30 მაისი, 2016 17:27

„დღეს წინასაგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ შსს-მ გამოძიება 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს“, - როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, დაკითხულია ინციდენტში მონაწილე ორივე მხარე.

როგორც „კივის“ ადმინისტრაციაში „ლიბერალს“ უთხრეს, გუშინ საღამოს ვეგან-კაფეში „ქართული ძალა“ იგივე „ბერგმანის დაჯგუფება“ შეიჭრა და მათი ერთ-ერთი ლიდერი „ბერგმანაც“ მათთან ერთად იყო.

„29 მაისს საღამოს 08:30 საათზე,ვეგან-კაფე „კივის“ ჰქონდა ივენთი (ანიმაციური ფილმის ჩვენება), რა დროსაც, შემოიჭრნენ ქართული ძალა (ბერგმანის) დაჯგუფება, დაახლოებით 15-20 ადამიანი პროვოკაციისა და დარბევის მიზნით. ხელში ეჭირათ მწვადები შამფურზე ასხმული და კისერზე ჰქონდათ შემოხვეული სოსისების ასხმები. იყიდეს ლუდი და მომხმარებლებს, ვინც მიირთმევდა საჭმელს ჩაუყარეს მწვადები და სოსისები თეფშეფში. ისროდნენ მწვადებს და ამ ყველაფერს იღებდნენ. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები და დაიწყეს თავდასხმა „კივის“ მომუშავე პერსონალზე და სტუმრებზე. ერთ-ერთი მეზობელი გამოვარდა დანით და ემუქრებოდათ სიკვდილით. პოლიცია გამოიძახეს და რადგან საქმეში გარკვეულები არ იყვნენ უწოდეს ინიციატორები დაზარალებულებს“, - აცხადებენ ვეგან-კაფეს ადმინისტრაციაში.

ვეგან-კაფე კივი: ყელზე სოსისები ჰქონდათ შემოხვეული და „ბერგმანის“ დაჯგუფებიდან იყვნენ

შსს: დაჯგუფება „ბერგმანის“ ვიდეოზე ასახული უცხოელის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

EMC „ბერგმანის“ საქმეზე: პოლიციის თანამშრომელმა შავკანიან პირს შეურაცხყოფა მიაყენა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^