Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სააპელაციოში „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვა ხვალ 10:30 საათზე განახლდება

30 მაისი, 2016 18:07

სააპელაციო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმის განხილვა ხვალ 10:30 საათზე განახლდება, - ამის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

„რუსთავი 2-ის“ ადვოკატის თამთა მურადაშვილის თქმით, ნათლად ჩანს, თუ რა სტანდარტს მიყვება მოსამართლე - „ის მიყვება მოსამართლე ურთმელიძის სტანდარტს“. 

„დღეს ვისაუბრეთ ჩვენს გასაჩივრებულ განჩინებებზე, კერძოდ მტკიცებულებათა დართვის თაობაზე, ექსპერტიზის დასკვნის გამორიცხვის თაობაზე, მესამე პირების ჩართვაზე, აცილებების განჩინებაზე. პროცესი დამთავრდა იმით, რომ მოსამართლემ უცბად გამოაცხადა და პროცესი ჩანიშნა ხვალ, ვერც კი გავიგეთ რომელ საათზე და დატოვა დარბაზი, რაც არის სრულიად გამაოგნებელი. აქედან დღეს სრული სამუშაო დღე გამოიყენეს და ხვალ ჩანიშნეს პროცესი, რაც არის აღმაშფოთებელი, რადგან ადვოკატებს არ გვაქვს დრო, რომ ხვალ პრეზენტაცია წარვადგინოთ და  არსებითად ვისაუბროთ ჩვენს სააპელაციო საჩივრებზე. სასამართლოს მხირდან ეს არის უპატივცემულობა. ეს ადასტურებს იმას, რომ სასამართლო მოტივირებულია, რომ სწრაფად დაასრულოს საქმე. გაუგებარია, თუ რატომ ენიჭება ამ საქმეს ასეთი პრივილეგია.

საქმე ის არის, რომ ტელეკომპანია „საქართველოს“ წარმომადგენლებს სხვა პროცესი აქვთ. ამის შესახებ სასამართლო გაფრთხილებული წინა პროცესზეც იყო. როდესაც დღევანდელი სხდომა 30 მაისს ჩანიშნა მოსამართლემ, სასამართლომ თავის მხრივ აღნიშნა, რომ 31 მაისს მათ არ ეცალათ და 30-ში ამიტომ ჩანიშნეს. საკითხავია, ხვალისთის როგორ მოიცალეს და უცბად როგორ როგორ გადაწყვიტეს, რომ ხვალ სცალიათ“, - აცხადებს თამთა მურადაშვილი.

დღეს სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2-ის“ საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. 

სააპელაციო სასამართლომ არ დაკმაყოფილა მოსამართლეტა აცილების შუამდგომლობა. რაც შეეხება გამოძიებას, საქმის მასალებს საგამოძიებო ორგანოში გადააგზავნის. 

რუსთავი 2-ის მხარემ დღეს რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა, მათ შორის მოსამართლეების აცილების, მტკიცებულებების დამატებისა და ელენე ხოშტარიას, დავით ბაქრაძისა და ნიკა რურუას მოწმეებად დაკითხვის. სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^