Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სილქნეტის სპორტული კონტენტი ყველა მასშტაბურ მოვლენას ექსკლუზიურად აშუქებს

31 მაისი, 2016 12:48

Silk სპორტი საგანგებოდ შექმნილი კონტენტია SilkTV-ის მომხმარებლებისთვის და ქართულ ტელესივრცეში ყველაზე რეიტინგულ და მოთხოვნად პაკეტად სწრაფადვე იქცა. ის აერთიანებს სამ სპორტულ არხს, Silk სპორტ HD1, Silk სპორტ HD2, Silk სპორტ HD3. აღნიშნული არხები  რეტრანსლირების ექსკლუზიური უფლებით სარგებლობენ ისეთ მასშტაბურ სპორტულ მოვლენებზე, როგორებიცაა: ინგლისის პრემიერ ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, ჰოლანდიის  ჩემპიონატები, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა.  

Silk სპორტი აშუქებს საკალათბურთო რეპორტაჟებს, ევროლიგისა და NBA-ის, როგორც რეგულარული ჩემპიონატის, ასევე Playoff-ის ძალზედ საინტერესო თამაშებს; უიმბლდონისა და Masters-ების არაერთ ტურნირს. აღნიშნულ სპორტულ მოვლენებს  SilkTV-ის მომხმარებელი თვალს ადევნებს, როგორც პირდაპირ ეთერში, ასევე ჩანაწერებით. ახალ სეზონზე Silkსპორტ 3 საჩოგბურთო სამყაროს მთავარი ტურნირის Wimbledon-ის ტრანსლირებას იწყებს. 27 ივნისიდან  10 ივლისის ჩათვლით ლონდონის კორტებზე გამართულ თამაშებს პროფესიონალი ქართველი კომენტატორები წარუძღვებიან.

SilkTV-ის მომხმარებელს სპორტული თემატური პაკეტი  შეუძლია დაიმატოს ცხელი ხაზის ან პორტალის my.silknet.com მეშვეობით.  მსურველებს, რომლებიც არ სარგებლობენ სილქნეტის ტელევიზიით, კომპანია ალტერნატიულ გზას თავაზობს აპლიკაციის სახით. თვეში 4 ლარად, ios, ანდროიდის  სისტემის მობილურებზე და ტაბებზე მომხმარებელი, ერთჯერადი ჩამოტვირთვით, ქართულ და უცხოურ არხებზე წვდომას შეძლებს. მათ შორისაა Silk სპორტ კონტენტის ყველა არხი. ამ თემატური  არხების თვალის მიდევნება ასევე შესაძლებელია ვებ გვერდზე www.silktv.ge  შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

სხვა ქსელის ინტერნეტ მომხმარებლებს სილქნეტი თავაზობს სატელევიზიო პროდუქტს Silk ოპტიმას. მისი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი - 15 ლარია.  პროდუქტი აერთიანებს ყველა ქართულ არხს და მათ შორის Silk სპორტ თემატურ პაკეტს.

მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მასშტაბით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთანავე, ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა არხი  Silk უნივერსალი, მათ შორის აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მცხოვრები ტელემაყურებლისთვისაც. სიგნალის მისაღებად საჭიროა დეციმეტრული ანტენა და DVB-T2 სტანდარტის მოწყობილობა (SET –TOP-BOX). ციფრული სიგნალით მოსახლეობა 20-მდე ქართულ არხს უფასოდ იღებს. ამ ჩამონათვალშია სილქნეტის არხი  Silk უნივერსალი, რომელიც  სპორტის სხვადასხვა სახეობის  - კალათბურთის, ფეხბურთის, ჩოგბურთის ტურნირების რეტრანსლირებას ახდენს. ეს ის სპორტული მოვლენებია, რომელიც Silk სპორტის არხებზე გადის.

ექსკლუზიური კონტენტის გარდა, სილქნეტის სერვისის ინტერაქტიულობა სპორტის ყველა სახეობის გულშემატკივარს დამატებით კომფორტს უქმნის.  ერთდროულად სხვადასხვა არხზე გასული სპორტული მოვლენების თვალის მიდევნება   შესაძლებელი ხდება გადახვევის და დაპაუზების ფუნქციის გამოყენებით.

წინ EURO 2016 გველოდება. ევროპის, რიგით  მე-15,  ჩემპიონატი სტარტს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, “სტად დე ფრანს“-ზე აიღებს, სადაც ტურნირს მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები რუმინეთან შეხვედრით გახსნის. მართალია, მთელი ჩემპიონატის  ტრანსლირება „პირველი არხის“ პრეროგატივაა, მაგრამ SilkTV-ის სერვისის უპირატესობას აბონენტები სწორედ აქ დააფასებენ. მათ   შეეძლებათ ნებისმიერი შეხვედრა გადაახვიონ და თავიდან ნახონ და კიდევ ერთხელ მიიღონ ის უდიდესი სიამოვნება, რომელსაც EURO 2016 გვპირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^