Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერმა განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა

03 ივნისი, 2016 15:02

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ახალ მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა დანიშნა. 

„მინდა წარმოგიდგინოთ ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელიც გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი 20 წელზე მეტი გამოცდილებით მართვის სფეროში. მან დაამთავრა თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ უკვე ESM-ის ბიზნეს სკოლა. მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე ინოვაციისა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განათლების სფეროში კონკრეტულად იმ მიამრთულებით, რომელიც მთლიანად ეხმიანება ჩვენი 4-პუნქტიანი პროგრამის მიმართლებებს" - თქვა კვირიკაშვილმა. 

პრემიერის თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მას არაერთი დისკუსია და მსჯელობა მქონდა მასთან ერთად და საჭიროდ ჩათვალა, რომ მისი კანდიდატურა წარედგინა განათლების მინისტრის პოსტზე პრემიერი ფიქრობს, რომ ჩვენ დღეს უკვე გვჭირდება განახლებული ხედვები განათლების სფეროს მომავალი განვითარებისთვის. 

ბიოგრაფია

ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20-წლიანი გამოცდილებით. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.

ჯეჯელავა მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა პერსონალის დაქირავებას, მართვას და გაყიდვების პროცესის ორგანიზებას მოწინავე ქართულ ორგანიზაციებში.

ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს მათემატიკის მაგისტრის წოდება, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის წოდება და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლების და და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^