Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

MDF: „ასავალ-დასავალში" რეკლამის განსათავსებლად მთავრობამ განკარგულება გამოსცა

14 ივნისი, 2016 11:37

MDF-ის კვლევის თანახმად, „ასავალ-დასავალში” მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული სარეკლამო მასალის განთავსებას საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის #2552 განკარგულება დაედო.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მედიის განვითარების ფონდის" ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ყველაზე მცირეთანხიანი კონტრაქტები გაზეთ „ასავალ-დასავალსა” (2500 ლარი) და ინტერპორტალ „ექსკლუზივნიუსთან” (4730 ლარი) გაფორმდა.

„ღიად დეკლარირებული ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გარდა, გაზეთი „ასავალ-დასავალი” ანტიდასავლურ განწყობებსაც აღვივებს. გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნონაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია. „ექსკლუზივნიუსმა“ გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის დეზინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის ძმის მამაკაცზე დაქორწინების შესახებ, სათაურით „ვაშაძის ძმა“ გათხოვდა”?!. აღნიშნული პუბლიკაციის გამო გამოცემას დავით ვაშაძემ სასამართლოში უჩივლა და პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო" - ვკითხულობთ კვლევაში. 

ამავე კვლევის თანახმად, მედიაკავშირ „ობიექტივში” გადაცემა „ეტალონის” დაფინანსების მიზნით ეტალონ მედიასთან 68 616 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

„კონტრაქტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში აღებული ვალდებულებების „ობიექტივის” ეთერში გადატანას ითვალისწინებდა. ხელშეკრულება 16 საბიუჯეტო ორგანიზასთან გაფორმდა, საიდანაც 12 ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იყო. დამფინანსებელთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს აკადემია გვხვდება. 2013-2014 წლებში ობიექტივის საბიუჯეტო კონტრაქტები 52 167 ლარს შეადგენდა, კონტრაქტები კი განათლების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, შსს-სა და სოფლის მეურნეობის სსიპებთან იყო გაფორმებული" - ვკითხულობთ კვლევაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^