Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„105 000-ლარიანი მანქანა ნათია კაციტაძისთვის" - დამალა თუ არა ნანუაშვილმა ინფორმაცია

16 ივნისი, 2016 19:26

105 500 ლარად ღირებული Mercedes-benz GLA-ს შესახებ საჯარო ინფორმაციაზე პასუხი პირადად სახალხო დამცველმა მომწერა. ტექსტი მისი შედგენილია, - უთხრა „ლიბერალს“ ომბუდსმენის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსმა, ილია ჭანტურაიამ. 

აღნიშნული ავტომანქანის შესახებ „ლიბერალმა“ მასალა 30 მარტს მოამზადა. მასალის მომზადების შემდეგ „ლიბერალი“ დაინტერესდა, ვის სარგებლობაში უნდა ყოფილიყო 105 500-ლარიანი მანქანა და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა.

„ლიბერალი“ მოითხოვდა ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2014-2016 წლებში აპარატის მიერ შეძენილ ავტომანქანებზე და ასევე იმაზე, თუ ვის განკარგვაში იქნებოდა ეს ავტომანქანები.

სახალხო დამცველის აპარატმა საჯარო ინფორმაციაზე პასუხი 6 აპრილს მოგვაწოდა. პასუხში აღნიშნული იყო, რომ Mercedes-benz GLA აპარატის სხვადასხვა საჭიროებისა და მიზნებისთვის შეიძინეს.

მოგვიანებით, „ლიბერალმა“ კვლავ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ახლა მხოლოდ Mercedes-benz GLA-ს შესახებ - თუ აპარატის რომელ თანამშრომელს განესაზღვრა ამ ავტომანქანის სარგებლობა.

ამ შემთხვევაშიც, სახალხო დამცველის აპარატმა მოგვწერა (9 ივნისი, 2016), რომ Mercedes-benz GLA განთავსებულია ავტოსადგომზე და სამსახურებრივი მიზნებისთვის მისი მიმაგრება კონკრეტულ თანამშრომელზე საჭიროების შესაბამისად მოხდება.

თუმცა როგორც „ლიბერალისთვის“ ახლა გახდა ცნობილი, 28 მარტის ბრძანებით, აღნიშნული ავტომანქანა სამსახურებრივი მიზნებისთვის დამხმარე მოსამსახურე ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლია. როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ილია ჭანტურაია ამბობს, მას თავის დროზე ნანახი აქვს ბრძანება, რომელშიც აღნიშნული ინფორმაციაა მოცემული. ჭანტურაია ადასტურებს, რომ ავტომანქანა ნიკოლოზ ბალიაშვილს გადაეცა. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს „სტუდია მონიტორი" და აღნიშნავს, რომ მედიას ავტომობილის განმკარგავის შესახებ ინფორმაცია დაუმალეს.

„ლიბერალმა“ ავტომანქანის სამსახურეობრივი მიზნებით კონკრეტული პირისთვის გადაცემასთან დაკავშირებული ბრძანება მოიპოვა, თუმცა მასზე დაშტრიხულია სახელი და გვარი, კონკრეტულად ვინ იყენებს Mercedes-benz GLA-ს.

სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი აცხადებს, რომ მას დაუშტრიხავ ბრძანებაზე ხელი უკვე აღარ მიუწვდება.

ჭანტურაია „ლიბერალთან“ საუბრისას ამბობს, რომ აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხი უშუალოდ სახალხო დამცველმა მიაწოდა, შესაბამისად, მედიას ავტომანქანის შესახებ სწორი ინფორმაცია უჩა ნანუაშვილის ინიციატივით არ მისწერეს.

„ლიბერალს" ხელთ აქვს სახალხო დამცველის ელ.მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაში უშუალოდ უჩა ნანუაშვილი იყო ჩართული.

„ლიბერალი“ სახალხო დამცველის აპარატს კომენტარისთვის დაუკავშირდა. პრესსამსახურის წარმომადგენელი არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ „ლიბერალს“ არასწორი საჯარო ინფორმაცია გაეგზავნა.

„თქვენ რაც გამოითხოვეთ, მოგაწოდეთ იმ პერიოდის ინფორმაცია“, - გვითხრა პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანი თამაზაშვილმა. მისი თქმით, აღნიშნული ბრძანება, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძის მძღოლისთვის ავტომანქანის სარგებლობაში გადაცემას ეხებოდა, შეცვლილია, თუმცა თამაზაშვილმა არ დაგვიკონკრეტა, როდის შეიცვალა ბრძანება, რასაც ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან საჯარო ინფორმაციის ხელახლა გამოთხოვისკენ მოგვიწოდა.

ჭანტურაია: სახალხო დამცველს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ ჭორაობის გამო დამსჯიდა

სახალხო დამცველის აპარატი 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს ყიდულობს

ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად 416 250 ლარი დახარჯა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

14 ნოემბერი
14 ნოემბერი

გრიგოლ ვაშაძე „ქართულ ოცნებას" - თბილისუ ...

„მინდა ვუთხრა ე.წ. „ქართულ ოცნებას", რა სისტემითაც არ უნდა ჩაატაროთ არჩევნები, თბილისურად გეტყვით, გაგხ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგე ...

საქართველოს პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში და ევროკავშირის წარმომადგენ ...
14 ნოემბერი
14 ნოემბერი

უმრავლესობა მარიამ ჯაშმაც დატოვა

უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა მარიამ ჯაშმა დატოვა. მისი თქმით, ის ასევე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი ...
^