Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

SilkTV პულტი თქვენს სმარტფონში

22 ივნისი, 2016 15:32

მომხმარებლის ჩვევას, მხოლოდ ტელევიზორის პულტით მართოს ეთერი, ალტერნატივა გამოუჩნდა.რამდენიმე თვეა  სილქნეტმა,  მეტი კომფორტისთვის    SilkTV პულტის აპლიკაცია დანერგა  სმარტფონებისთვის. ცოტა ხნის წინ კი, ახალი ფუნქცია დაამატა : საძიებო სიტყვით - ნებისმიერი არხის, გადაცემის, ვიდეო კონტენტის პოვნა მობილური მოწყობილობით გახდა შესაძლებელი. 

სატელევიზიო ეთერის მართვა საკუთარი სმარტფონიდან  რეალობად რომ იქცეს, მომხმარებელმა უფასო აპლიკაცია უნდა გაიაქტიუროს მისთვის სასურველ მოწყობილობაზე:

 iPhone და iPad  

Android  სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის

მომხმარებელისთვის საგანგებოდ შექმნილიავებ გვერდი remote.silktv.ge. 

აპლიკაციით სარგებლობისთვის აუცილებელია  ინტერნეტ წვდომა და Silk TV დეკოდერთან დაკავშირება პინ კოდის მეშვეობით - განყოფილებაში „ჩემი Silk TV“. ოთხნიშნა პინ კოდის   შეყვანის შემდეგ, მომხმარებელი ტელევიზორის ეკრანზე  ადასტურებს აპლიკაციასთან კავშირს.

სმარტფონისპულტით შესაძლებელია Silk TV არხებისა და TV პროგრამის სრული ჩამონათვალის ნახვა, ინტეგრირებული ღილაკით და კლავიატურით სასურველ დროზე გადასვლა, საძიებო სიტყვის მითითებით კი ნებისმიერი გადაცემის მოძიება.

სილქნეტის სატელევიზიო სერვისი სხვადასხვა ჟანრის 200ზე მეტ სატელევიზიო არხს აერთიანებს.  მათ შორის ექსკლუზიურ კონტენტს - Silkსპორტს, Silkკინოს, Silkქიდს. SilkTV-ით შესაძლებელია საგანმანათლებლო პროგრამით „საშინაო სკოლა“ უფასოდ სარგებლობა და „ვიდეოთეკაში“ არსებული ფილმების გამოწერა. აპლიკაცია „SilkTV პულტი“ ტვ-პროგრამაში ძებნის პროცესს ბევრად ამარტივებს. 

წინ EURO 2016-ის უამრავი საინტერესო შეხვედრაა. სატელევიზიო პულტზე უფრო სწრაფად და კომფორტულად მომხმარებელს სმარტფონის SilkTV პულტი მოემსახურება.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^