Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხიდაშელი: ვიმედოვნებთ, ვარშავის სამიტზე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას შემოგვთავაზებენ

22 ივნისი, 2016 20:34

„მე დარწმუნებული ვარ, რომ NATO-შემდეგი გაჩერება საქართველოში იქნება“, - აცხადებს თავდაცვის მინიტრი თინა ხიდაშელი „მაესტროს“ ეთერში.

თავდაცვის მინისტრის თქმით, იგი ოპტიმიზმით უყურებს ვარშავის სამიტს და ამის საფუძველს NATO-ს ის ბოლოდროინდელი პოლიტიკა აძლევს, რაც შავი ზღვის გაძიერებას ემსახურება.   

„ამ სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოსთვის ყველა კარგი ამბავი. პირველი ის, რომ ეს გაფართოების სამიტი იქნება და იცით თქვენ, რომ მონტენეგრო NATO-ს წევრი ქვეყანა გახდება და ეს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი იქნება პარტიორებისთვის, წევრებისთვის, რომ NATO-ს ღია კარის პოლიტიკა მუშაობს. მეორე ამბავი, რომელიც ამ სამიტის მონაპოვარი იქნება, NATO-ს აღმოსავლეთის ბანაკის გაძლიერებაა. პოლონეთში, ბალტიის ქვეყნებსა და შავი ზღვის აუზში NATO უპრეცედენტო ზომებს მიმართავს და სწორედ, ამის შესახებ იქნება სამიტზე მსჯელობა. ეს გადაწყვეტილებები იქნება სამიტზე მიღებული. ვარშავის სამიტზე ჩვენი პარტნიორების ბულგარეთისა და რუმინეთის გაძიერების პაკეტს მიიღებენ. სამიტზე არის იმის დასტური, რომ შავი ზღვა უფრო უსაფრთხო იქნება, რაც საქართველოს უსაფრთხოებაზეც პირდაპირ გავლენას ახდენს“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის პარტნიორობის იმ ელემენტების დამატება, რაც საქართველოს NATO-სთან თავსებადობის გაზრდას ხელს შეუწყობს. თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ ამ თემაზე თებერვლის შემდეგ საუბრობს.

„თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე საკმაოდ მსხვილი პაკეტი იმ წინადადებების, რომელთა დაკმაყოფილებაზე თანხმობის შემთხვევაშიც საქართველოს უსაფრთხოება უკეთ დაცული იქნებოდა. ვარშავის სამიტზე ჩვენ არავის მოტყუებას არ ვაპირებთ და ცხადია, რომ წევრობას არ ველოდებით. თებერვალში, როდესაც თავდაცვის მინისტერიალი ჩატარდა NATO-საქართველოს ერთობლივი კომისიის სხდომაზე ვთქვით, რომ თუ საქართველო არ იქნება NATO-ს პოლიტიკური შემადგენელი, უნდა იყოს თავდაცვისუნარიანობის გაძიერების შესაძლებლობა შეთავაზებული. ეს იყო გრძელი და ფუნდამენტური გეგმა იმ ამოცანების გადასაწყვეტად, რომელიც საქართველოს წინაშე დგას უფრო მეტი დაცულობისთვის. ჩვენ ფაქტობრივად ყველა შეთავაზებაზე თანხმობა გვაქვს, რომელიც მე გავაკეთე ბრიუსელში და დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავაში ამის ადეკვატური აღქმა მოხდება. ჩვენ პრაქტიკულად უკვე საბოლოო დოკუმენტზე ვმუშაობთ, ბრიუსელში ჩვენი დელეგაცია იმყოფება, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომაზე წარდგებიან და დეტალურად გაივლიან ყველა ამ შეთავაზების შესახებ NATO-ს პასუხებს“, - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^