Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: გამოძიება უნდა დაინტერესდეს, როგორ მოხდა გერლიანის შემოსვლაზე ხელშეწყობა

23 ივნისი, 2016 13:45

„სპეციალური გამოძიების საგანი უნდა გახდეს, როგორ მოხდა სავარაუდო დამნაშავის შემოსვლა, მათ შორის - საიდან მოხდა შემოსვლა, როგორ მოხდა ამის ხელშეწყობა“, - პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის, დავით გერლიანის დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. 

გიორგი კვირიკაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მადლობა გადაუხადა ეფექტიანი გამოძიებისთვის.

„ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ ძალიან ეფექტიანად 3 დღე-ღამის განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელი სამინისტრო მუშაობდა განუწყვეტელ რეჟიმში. ძალიან ეფექტიანი ღონისძიების შედეგად მოხდა სავარაუდო დამნაშავის დაკავება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

22 ივნისს გიორგი მღებრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი დავით გერლიანი მეტსახელად „სვანი“ დაკავებულია. 19 ივნისს ე.წ. კანონიერი ქურდის საქართველოში შემოსვლის თაობაზე ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გივი თარგამაძემ გაავრცელა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^