Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო შეიქმნება

23 ივნისი, 2016 14:10

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა „ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტს განიხილავს.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პროექტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პრომოციას ემსახურება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პროექტის დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, შეიქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ, როგორც მთავრობის წევრები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები.

„მათთან ერთად მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად მომავალი წლის კალენდრის განსაზღვრა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორის თანამონაწილეობით განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს და ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდნენ, როგორც სასტუმროების ქსელმა, ასევე ტურისტებმა, თუ რა კალენდარი იქნება ჩვენს ქევყანაში ამ მიმართულებით, თავიანთი აქტივობების დასაგეგმავად. მნიშვნელოვანი აქტივობები  უნდა დაგეგმოს ასევე ტურიზმის ადმინისტრაციამ, რათა ხელი შეუწყოს ასეთი ტიპის გასართობ, თუ სხვა კულტურულ ღონისძიებებს“, - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^