Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: პირველი ჯგუფის შშმ პირებსა და ბავშვებს პენსია 180 ლარამდე გაეზრდებათ

23 ივნისი, 2016 15:32

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მთავრობის მომავალ სხდომაზე პირველი ჯგუფის შშმ პირებისთვისა და ყველა ჯგუფის შშმ ბავშვებისთვის 1 ივლისიდან პენსიის 180 ლარამდე გაზრდა განიხილება. სერგეენკოს განმარტებით, ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თანაბარი შესაძლებლობის შექმნის პოლიტიკის ნაწილია.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტმა შშმ პირებისთვის ზრუნვის ფარგლებში მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

„ჩვენ სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები გვაქვს, რომლებშიც ის შშმ პირები არიან, რომელთაც დამატებითი ზრუნვა სჭირდებათ. მათ ხშირად გარკვეული, არც თუ ისე მარტივი სამედიცინო პრობლემები აქვთ გარდა საკუთრივ შეზღუდული შესაძლებლობებისა და ისინი სპეციფიკურ მოვლას საჭიროებენ. 2013 წლიდან ჩვენ რამდენიმე ცვლილება გავატარეთ. ძირითადად ეს იყო სპეციფიკური მოვლის საჭიროების მქონე ადამიანების სამედიცინო მეთვალყურეობა, რაც გამოიხატა სამ მიმართულებაში. პირველი, საკუთრივ რეგულაციები, 2014 წელს განვახორციელეთ დაავადება ჰიდროცეფალიაზე რეაგირებისა და ზრუნვის პროგრამა, რამაც შეზღუდა სიკვდილიანობა და ჯანმრთელობის ზიანი; მეორე - პერსონალის გადამზადება სპეციფიკური მოვლის საკითხებში და მესამე, როდესაც ჩვენ მოგვიწია ხისტი საკადრო გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ჩვენ რამდენიმე შშმ პირის პანსიონატების ხემძღვანელები გაგვეთავისუფლებინა“, -განაცხადა დავით სერგეენკომ

მისი თქმით, ეს ყველაფერი კეთდებაიმისთვის, რომ შშმ პპირების სიცოცხლის ხასნგრძლივობა ყველა დანარჩენის სიცოცხლის ხანგრძლივობასგაუტოლდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^