Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზაქარეიშვილი: აფხაზური მხარის გადაწყვეტილებაა, რომ მკვლელობაზე რეაგირება ყოფილიყო

23 ივნისი, 2016 17:33

„გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავება და სასამართლოზე პატიმრობის მოთხოვნა - ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, თუმცა, ვიტყოდი, რომ სრულყოფილი არაა, იმიტომ, რომ მიმართავენ სასამართლოს, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი განმარტებით, ეს სწორად გადადგმული ნაბიჯია, რადგან, „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საქმესთან დაკავშირებით აფხაზეთში საკმაოდ რთული ვითარებაა“. 

„ფორმულას თუ მიაქცევთ ყურადღებას, საკმაოდ ბუნდოვანია. დადასტურებულია ეჭვმიტანილის ვინაობა, რაც ყველამ ვიცოდით, მაგრამ ვინაიდან აფხაზური მხარე არ ადასტურებდა, არსებობდა საფუძველი, სხვა მიმართულებით წასულიყო გამოძიება. დადასტურდა გვარი, რაშიდ ქანჯი-ოღლი. ასევე ე.წ. სამხედრო პროკურატურა  მიიჩნევს, რომ უნდა დაეპატიმრებინათ, პირდაპირ მიმართავს ე.წ. სასამართლოს, რომ უნდა იყოს აყვანილი პატიმრობაში, მაგრამ ახლა სასამართლოზეა გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმით, აქამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ყოფილა ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის მკვლელის მიმართ აღძრულიყო საქმე და არც არანაირი ფორმულირებით არ აღძრულა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, 6 ივლისს გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების ფორმატში გასამართ შეხვედრაზე ისეთი ინფორმაციის გაცვლა მოხდება, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^