Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია

24 ივნისი, 2016 11:36

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით, 23 ივნისს, მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებულმა მდინარის წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა სტეფანწმინდა-ლარსის 134კმ-135კმ მონაკვეთი დააზიანა.

„ხეობაში მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება, რომლებმაც სახელმწიფოს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ერთად კოორდინებულად განახორციელეს საჭირო ღონისძიებები.  ღვარცოფის მოვარდნისთანავე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სტიქიის ზონიდან მოქალაქეების და ავტომანქანების გამოყვანა უსაფრთხოდ შეძლეს.

მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა დაიკეტა. ავტომანქანების გადაადგილება ნებადართულია სოფელ გველეთამდე. მომხდართან დაკავშირებით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ ორივე მიმართულებით დაკეტილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი უკვე ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^