Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

GPB: საზოგადოებრივი მაუწყებლის 500-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება

24 ივნისი, 2016 14:36

„საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ხელფასი 500-მდე დასაქმებულს გაეზრდება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მედიატორის როლის შემსრულებელმა, ლევან ჟორჟოლიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განცხადებით, ერთთვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად მხარეების ურთიერთობის არასწორი ფორმა აღმოიფხვრა და სწორი კომუნიკაცია დამყარდა.

„ვისაც ხელფასი 500-დან 1000 ლარამდე ჰქონდა, 20%-ით გაეზრდება ანაზღაურება, ხოლო იმ პირებს, რომლებსაც ხელფასი 1000-დან 1500 ლარამდე ჰქონდათ 10%-ით მეტს მიიღებენ. ასევე გათანაბრდა ხელფასი ზუსტად ერთი და იმავე საქმიანობისა და პასუხისმგებლობის მიხედვით”, - განაცხადა ჟორჟოლიანმა. 

ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის გიორგი გვიმრაძის თქმით, ხელფასის მატება ეხება თანამშრომლებს, რომლებიც ერთ წელზე მეტია, უკვე მუშაობენ საზოგადოებრივ მაუწყებელში, ანუ ერთხელ მაინც გაუგრძელდათ კონტრაქტი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^