Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ამნისტიის შესახებ" კანონით სასჯელისგან 65-70 წლის ზემოთ პირები გათავისუფლდებიან

24 ივნისი, 2016 22:22

საქართველოს პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონი მიიღო. საკანონმდებლო ინიციატივა ფრაქცია “ეროვნულ ფორუმს“ ეკუთვნის. პარლამენტმა პროექტი დღეს ერთხმად, 77 ხმით დაამტკიცა.

კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან 70 წლის ზემოთ მამაკაცები და 65 წლის ზემოთ ქალები გათავისუფლდებიან. ”ეროვნული ფორუმის“ ინფორმაციით, პროექტით დაახლოებით 116 ბრალდებული და მსჯავრდებული გათავისუფლდება.

პროექტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს მამაკაცი - 70 წლის, ხოლო ქალი - 65 წლის ასაკიდან, რომელმაც ჩაიდინა ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა კოდექსის 110-ე-115-ე მუხლებით; 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 139-ე მუხლის პირველი ნაწილით; 143-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1433 მუხლის პირველი ნაწილით;1442 მუხლით; 1443 მუხლის პირველი ნაწილით; 157-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით; 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 159-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 171-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 174-ე მუხლით; 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 178-ე მუხლის პირველი ნაწილით; 181-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1941 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 253-ე მუხლის პირველი ნაწილით; 255-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2551 და 2552 მუხლებით; 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 261-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 262-ე მუხლის 11 ნაწილით; 263-ე-265-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 268-ე მუხლის პირველი ნაწილით; 269-ე და 270-ე მუხლებით; 271-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით; 272-ე მუხლის პირველი ნაწილით; 284-ე მუხლით; 285-ე მუხლის პირველი ნაწილით; 286-ე მუხლით; 317-ე მუხლით; 318-ე მუხლის პირველი ნაწილით; 320-ე და 321-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 3221 მუხლით; 3222 მუხლის პირველი ნაწილით; 3301 და 331-ე მუხლების პირველი ნაწილებით; 3312 მუხლით; 335-ე მუხლის პირველი ნაწილით; 3391 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე; 353-ე მუხლის პირველი ნაწილით; 364-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით; 365-ე მუხლის პირველი-მე-3 ნაწილებით; 378-ე და 3781 მუხლების პირველი და მე-2 ნაწილებით; 3782 მუხლით; 381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 405-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულისა.

აღნიშნული პროექტით, ამნისტია შეეხება იმ ტიპის ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელმაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, თუმცა იმ პირობით თუ დაზარალებულის უფლებამონაცვლე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე კანონით გათვალისწინებული ამნისტია გავრცელდეს.

გარდა ამისა, ”ამნისტიის შესახებ” პროექტით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს მამაკაცი - 70 წლის, ხოლო ქალი 65 წლის ასაკიდან, რომელმაც ჩაიდინა ”სისხლის სამართლის კოდექსის” 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 182-ე მუხლის მე-2 ნაწილით; მე-200 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 2001 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2002 მუხლის მე-4 ნაწილით; 2004 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 2005 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით; 2006 მუხლის მე-4 ნაწილით; 202-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 203-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 2051 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით; 214-ე მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებით; 221-ე მუხლის მე-4 ნაწილით; 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით; 249-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული. 
ამნისტია არ გავრცელდება 118-ე და 344-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^