Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უსუფაშვილი იმ დეპუტატებს ასახელებს, რომლებმაც ივნისში სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს

24 ივნისი, 2016 22:30

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა. დავით უსუფაშვილმა პლენარული სესიის დახურვამდე იმ დეპუტატების ვინაობა დაასახელა, რომლებმაც ივნისში სესიები არასაპატიო მიზეზებით გააცდინეს. მისი თქმით, ბოლო პერიდში ხშირად ისმის კითხვა ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ბოიკოტთან დაკავშირებით, თუმცა არსებული სისტემით სანქციების განხორციელება ვერ ხერხდება.

"თვის ბოლოს დეპუტატების მიერ გაცდენების შესახებ კეთდება განცხადება. მოგახსენებთ, რომ ივნისის თვეში პლენარულ სხდომებზე არასაპატიო მიზეზით დავით ბეჟუაშვილმა ორი სხდომა გააცდინა. ასევე ორი სხდომა გააცდენა არასაპატიო მიზეზით ვიქტორ დოლიძემ, გიორგი ვაშაძემ და გოგი ლიპარტელიანმა. რაც შეეხება კობა დავითაშვილს, გოგა ხაჩიძეს, პავლე კუბლაშვილს, მათ არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომები ოთხჯერ გააცდინეს. დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძეს კი სხდომა ექვსჯერ აქვს გაცდენილი. 

საზოგადოებაში კი ისმის კითხვები, რატომ არ ხდება ჩემს მიერ სანქციების განხორცილება და დაჯარიმება იმ ხალხის, რომლებიც არასაპატიოდ აცდენდნენ სხდომებს. მინდა განვმარტო, დიახ, არ ვიყენებ ამ სანქციას, რადგან ჩვენი მოქმედი სისტემა არის დასახვეწი. ჩვენ გვქონდა დახვეწის მცდელობა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ, რადგან საკმარისია პარლამენტის წევრმა დაწეროს ქაღალდზე, რომ ის პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია არ იაროს. მას არაფერი ემქურება. ამიტომ არის ამ საქმეში და სფეროში საყურადღებო დეტალები, რომელზეც იმედია ვიმსჯელებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა პლენარული სესიის დასრულებამდე. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^