ომბუდსმენის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, ომბუდსმენის აპარატმა იუსტიციის საბჭოს კონკრეტულ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ან გამოვლენილი უფლება-დარღვევების ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
”2015 წელს მოსამართლეთა დანიშვნის დროს, სახალხო დამცველის აპარატმა იუსტიციის საბჭოს წარუდგინა კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში წარდგენილი წინადადებები, დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების ან გამოვლენილი უფლება-დარღვევების ფაქტების შესახებ. საბჭომ სახალხო დამცველის არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა“, -განაცხადა ნანუაშვილმა.