Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რაც მოხდა დაუფიქრებლობით, გახდა შეუქცევადი“ - ლიდერების ბრაზი და შოტლანდიის გეგმები

27 ივნისი, 2016 13:55

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი სრულად შეთანხმებულები არიან, როგორ გაუმკლავდნენ ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილების შედეგებს.

ოლანდი ლიდერებს აფრთხილებს, რომ „ცალ-ცალკე ყოფნით, შესაძლებელია, შევეჯახოთ დაყოფის, განხეთქილებებისა და დაპირისპირებების რისკს“.

ოლანდი და მერკელი მოგვიანებით მოლაპარაკებებს ბერლინში გამართავენ, გაცხარებული დიპლომატიური ქმედებების ეპიცენტრში, რომელიც ე.წ. Brexit-ით არის გამოწვეული.

ოლანდმა თავის განცხადებაში კვირას აღნიშნა, რომ ბრიტანეთისთვის უკან დასახევი გზა აღარ არსებობს: „რაც მოხდა დაუფიქრებლობით, გახდა შეუქცევადი“.

მერკელი ორშაბათ საღამოს საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდს, იტალიის პრემიერ მატეო რენცისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდება.

მერკელის პრიორიტეტია, ბრიტანეთმა დატოვოს ორგანიზაციის შემადგენლობა იმდენად შეუფერხებლად, რამდენადაც შესაძლებელია და საიმედოდ დაცული იყოს ევროკავშირის მომავალი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც გეგმავს ლონდონსა და ბრიუსელში მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

კვირას რომში გაკეთებულ განცხადებაში ჯონ კერიმ სინანული გამოთქვა ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო და აღნიშნა, რომ აშშ შეინარჩუნებდა ახლო კავშირებს ევროკავშირთან.

„Brexit და ცვლილებები, რომლებიც მან გამოიწვია და რომელთა შესწავლაც ახლა მიმდინარეობს, იმ ინტერესთა და ღირებულებათა კონტექსტში უნდა იქნეს შესწავლილი, რომლებიც აერთიანებს აშშ-ს ევროკავშირთან“, - განაცხადა კერიმ.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას, მან უკვე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ურთიერთობები აშშ-სა და ბრიტანეთს შორის მათი გადაწყვეტილების მიუხედავად შენარჩუნდება.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, ბრიტანეთმა ორგანიზაციის დატოვების პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. ამავე პოზიციას იზიარებენ ევროკავშირის წევრი არა ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი ფილიპ ჰამონდი კი აღნიშნავს, რომ ბრიტანეთი გაუძლებს სწრაფი ქმედებებისკენ  მოწოდების ზეწოლას და „ჯერჯერობით, არაფერია მოსალოდნელი“.

ამ პოზიციას მხარი დაუჭირა მერკელის ადმინისტრაციის უფროსმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ბრიტანელ პოლიტიკოსებს დრო სჭირდებათ, რომ კარგად აწონ-დაწონონ ევროკავშირიდან გასვლის შედეგები.

დევიდ კემერონმა პრემიერის თანამდებობის დატოვება ოქტომბრისთვის დააანონსა, რითაც თავის შემცვლელს გადაულოცა ევროკავშირიდან გასვლის მოლაპარაკებების გაძღოლა და, სავარაუდოდ, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის აღსრულება, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის 2-წლიანი ვადას აწესებს.

გასულ ხუთშაბათს რეფერენდუმის შედეგებმა გააოცა ევროპა და ამავდროულად განხეთქილებები წარმოაჩინა ბრიტანეთის შიგნითაც.

სრული სურათით, ბრიტანეთმა 52%-ით დაუჭირა მხარი ევროკავშირიდან გასვლას, თუმცა მაგალითად, შოტლანდიის მოსახლეობის 62% ევროკავშირში დარჩენის მომხრე იყო.

შოტლანდიის პირველი მინისტრი ნიკოლა სტარჯონი ამბობს, რომ შოტლანდიის პარლამენტი შეეცდება, დაბლოკოს ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა. მისი თქმით, ის კოლეგებთან ერთად გეგმავს ბრიუსელთან მოლაპარაკებებს შოტლანდიის ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენის შესახებ. მან გასულ პარასკევსვე აღნიშნა, რომ შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ განმეორებითი რეფერენდუმი კვლავ დღის წესრიგში დადგა.

წყარო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^